სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეიდან კვლავ რისკჯგუფისთვის იქნება უფასო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეიდან კვლავ რისკჯგუფისთვის იქნება უფასო

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე კვირა ყველასთვის უფასო იყო, მოსახლების აქტიურობა მაღალი არ ყოფილა. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინა ერთი, ან ორი დღე ყველასთვის უფასო იყოს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო და არის ყველა რისკჯგუფისთვის. შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რადგანაც მოთხოვნა იყო, ვაქცინაცია ყველასთვის გაიხსნა. რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოზღვავება იყო, ასე არ არის. მოზღვავება იყო მხოლოდ თბილისში. რამდენიმე საათის განმავლობაში დაწესებულებებში დეფიციტი იყო, თუმცა შემდეგ ვაქცინები გადანაწილდა და ეს დეფიციტი აღმოიფხვრა.

ვაქცინაციის უფასო რეჟიმს მხოლოდ რისკჯგუფებზე დღეიდან ისევ დავუბრუნდით. დავაკვირდებით, როგორი იქნება. თუ ვნახავთ, რომ დიდი აქტიურობა არ არის, შესაბამისად, შემდგომ შესაძლებელია ისევ გამოვაცხადოთ ერთი ან ორი დღე - უფასო აცრები ყველასთვის. ასეთია დღეს სტრატეგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.