თენგიზ ცერცვაძე - რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით - მოელიან, რომ „ომიკრონი“ საქართველოში ერთ თვეში იქნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თენგიზ ცერცვაძე - რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით - მოელიან, რომ „ომიკრონი“ საქართველოში ერთ თვეში იქნება

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში დაახლოებით 1 თვეში გავრცელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ ქვეყანაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის გააქტიურებაა საჭირო.

„რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით. მოელიან, რომ საქართველოში ერთ თვეში იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები დაწესდა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ახალი შტამის შემოტანაა მოსალოდნელი. თავს დიდხანს ვერ დაიცავ, უკვე ნიდერლანდებშია დაფიქსირებული, გერმანიაში, ბელგიაში და აქაც დაფიქსირდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაცია. ჯერ მაინც "დელტა" შტამი დომინირებს და მინიმუმ 1 თვე "დელტას" შტამი იქნება დომინანტი. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რომელიც 100%-ით იცავს ყველა შტამისგან, რამდენი მუტაციაც არ უნდა იყოს. თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, "ომიკრონის" გავრცელების შემთხვევაში, არსებული მედიკამენტები მოქალაქეებს ახალი შტამისგან დაიცავს. ამასთან, მისი ვარაუდით, PCR ტესტი „ომიკრონს“ ამოიცნობს.