ჯანმო - კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმო - კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი

, რაც ინფიცირების შემთხვევების მომატების "ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

„„ომიკრონს“ უპრეცედენტო რაოდენობის სპაიკ-მუტაციების აქვს, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია პანდემიის ტრაექტორიაზე მათი პოტენციური ზემოქმედების გამო. ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი,“- აცხადებენ ჯანმო-ში.

მათივე განმარტებით, დაუცველ მოსახლეობაზე „ომიკრონ“ ვარიანტის ზემოქმედება მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

„შემთხვევების ზრდამ, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა დაავადების სიმძიმე, შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ჯანდაცვის სისტემებზე მოთხოვა და ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების გაზრდა გამოიწვიოს. ზემოქმედება დაუცველ მოსახლეობაზე იქნება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და „ომიკრონი“ უწოდა. ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ და ისრაელმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.