ავსტრალიამ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, საზღვრების გახსნა 15 დეკემბრამდე გადადო
საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 15 დეკემბრამდე გადადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მიმდინარე კვირის ოთხშაბათიდან ავსტრალიაში შესვლა ვიზის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისა და დასაქმებულების ნაწილისთვის უნდა გამხდარიყო შესაძლებელი.
ადგილობრივი მედის ინფორმაციით, საზღვრების გახსნის გადადების გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის ეროვნულმა უშიშროების კომიტეტმა მედიკოსების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.