რა არის კორონავირუსის ახალი მოულოდნელი შედეგი
როგორც წესი, ენაბლუობის მიზეზს წარმოადგენს ლოგონევროზი. მაგრამ იმ ზონის დაზიანება, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, ასევე იწვევს ენაბლუობას. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ COVID-19-ის დროს ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ენაბლუობა, თუ დაზიანდა მეტყველებაზე პასუხისმგებელი ნერვული ქსოვილი. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ანთება, რადგანაც ვირუსს შეუძლია უშუალოდ ამ ჯგუფის ნერვულ უჯრედებში შეღწევა. ინფექციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ნერვული უჯრედების თრომბოზი, იშემია და ინფარქტი.
COVID-19-ის შედეგად ადამიანს სიმპტომატიკა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განუვითარდეს. ვირუსმა შეიძლება ნებისმიერი ორგანოს ანთება და თრომბების მასობრივი წარმოქმნა გამოიწვიოს, რაც ქსოვილების იშემიისა და ინფარქტის განვითარების საშიშროებას ქმნის.