რა შემთხვევებში არ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა - თუ  ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი ჩვენება არ გაქვთ, თქვენთვის აცრა უსაფრთხოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შემთხვევებში არ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა - თუ  ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი ჩვენება არ გაქვთ, თქვენთვის აცრა უსაფრთხოა

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუმცა არის რამდენიმე პირობა, რომლის დროსაც ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეუძლია მიაწოდოს პირს კვალიფიციური რჩევა, ჩაიტაროს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამასთან, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო უარყოფითი შედეგები:

თუ ანამნეზში აქვს მწვავე ალერგიული რეაქცია COVID-19-ის ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე;

თუ მოცემულ დროს არის ავად ან აღენიშნება COVID-19-ის სიმპტომები, თუმცა ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია სიმპტომების ალაგების შემდგომ.

უფრო დეტალურად, ვის არ შეუძლია გაიკეთოს სამი ვაქცინა, რომლითაც, ამჟამად, საქართველოში იმუნიზაცია მიმდინარეობს:

„ფაიზერ-ბიონტექის“ მ-რნმ ვაქცინა (PFIZER-BIONTECH)

3-1637935444.jpg

12 წელზე უმცროსი ასაკი;

ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე, განსაკუთრებით - პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე.

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე - აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;

ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე;

COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში;

კოვიდგადატანილ ადამიანებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზმით ჩატარებული მკურნალობა – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით;

ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

„სინოფარმის" ინაქტივირებული ვაქცინა (SINOPHARM)

1-1637935472.jpg

18 წელზე უმცროსი ასაკი;

ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე;

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე - აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება. ასევე, აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან;

ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება...);

არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება ანამნეზში (გიენ-ბარეს სინდრომი);

ერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია, ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს;

ორსულობა;

ძუძუთი კვება;

ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება – ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე.

COVID-19-ის ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში.

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID - 19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით.

ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

„სინოვაკის“ ინაქტივირებული ვაქცინა (SINOVAC)

2-1637935522.jpg

18 წელზე უმცროსი ასაკი;

ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;

ორსულობა;

ძუძუთი კვება;

ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავება;

COVID-19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 30 დღის განმავლობაში;

იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით;

ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კლინიკურმა ცდებმა და ცდების დასრულების შემდეგ - მილიონობით ადამიანის ვაქცინაციის პროცესმა აჩვენა, აცრა ადამიანისთვის არის სრულიად უსაფრთხო.