ჯანდაცვის უჩინარი მებრძოლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის უჩინარი მებრძოლები

„ჩვენი საქმე, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად თვალშისაცემი, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემს თანამშრომლებს „ჯანდაცვის უჩინარ მებრძოლებს“ ვუწოდებ. ისინი, დღენიადაგ, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებიან და რიგი გამოწვევების მიუხედავად, უწყვეტად ზრუნავენ პაციენტებზე...

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კოვიდის მართვის მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირებას ხელმძღვანელობს და ამ თვალსაზრისით, მართლაც, მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ - 218 485 135 ლარით დაფინანსდა 251 397 პირის 292 720 სამედიცინო შემთხვევა. 2020 წლის მარტის თვიდან–დღემდე, სააგენტოს თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს 495 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ. სააგენტოს თანამშრომლები, 24 საათიან რეჟიმში, აღნიშნულ პროცესს სრულფასოვნად ახორციელებდნენ და, ამავდროულად, არასდროს შეუწყვეტიათ სხვა პროგრამების გამართული მუშაობა.

დაწესებული შეზღუდვების დროს, სააგენტოს სტრუქტურული სისტემა და მუშაობის განრიგი არსებულ გამოწვევებს მოერგო, მყისიერად განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები და ოპერატიულად გატარდა დამატებითი ღონისძიებები:

  • თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული 500-მდე პაციენტი, კვირაში სამჯერ, კლინიკაში მიგვყავდა - ეს მათი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყო. რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაგვეხმარნენ.
  • დიაბეტით დაავადებულ 700-მდე ბავშვს, „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით, გლუკომეტრის ჩხირები საცხოვრებელ მისამართზე მივაწოდეთ;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციფიკური მედიკამენტების მიმღები პირები სამკურნალო საშუალებებით მოვამარაგეთ. პაციენტის მიერ წამლის მიღების შეფერხების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
  • გამარტივდა ორსულთა რეგისტრაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა;
  • სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარები, რომლებიც ამბულატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში ერთხელ კუთვნილ მედიკამენტებს იღებდნენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უზრუნველყვეს წამლებით;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, ჯამში, 1157 ბენეფიციარს, რომლებიც პროგრამულ მედიკამენტებს სააგენტოს კონტრაქტორი აფთიაქებიდან იღებდნენ, შპს „საქართველოს ფოსტის მეშვეობით“, საცხოვრებელ მისამართებზე, უსასყიდლოდ მიეწოდათ მედიკამენტები;
  • C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესის უწყვეტობის მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში, იზოლაციაში მყოფ 108 პაციენტს მკურნალობის სრულფასოვანი კურსი ადგილზე ჩაუტარდა;
  • ამასთან, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების საფუძველზე, მედიკამენტები მიეწოდათ საკარანტინე სივრცეში მოხვედრილ ბენეფიციარებს - ბათუმში, კახეთში, ბაკურიანში, ცაგერში, თბილისსა და ზუგდიდში.

უმოკლეს ვადაში მოხდა კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის მობილიზებულ დაწესებულებებთან კონტრაქტების გაფორმება, რაც, სამედიცინო პერსონალისთვის გაწეული სამუშაოს დროული ანაზღაურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს. ასევე, ვაფინანსებთ საკარანტინე სივრცეებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს, ვუზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტით მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. კოვიდის პროგრამას თანდათან ემატება სააგენტოს მიერ განსახორციელებელი კომპონენტები – შეიქმნა და იქმნება უამრავი ფორმა, კოდი, ვალიდაცია, ცვლადი, ფორმულა – კეთდება, ინერგება და სრულდება...

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო იყო და არის იმ „ფრონტის ზურგი“, რომლის წინა ხაზზე ის ადამიანები არიან, რომელთა წინაშე ქედს ვიხრით... ესენი არიან ის ექიმები და, განსაკუთრებით, ექთნები და სანიტრები, რომლებსაც სახეზე ნაწოლები გაუჩნდათ, რომლებიც ფეხზე ჩამომდგარნი გათენებას ელოდებიან, რათა შემდგომი ცვლის მორიგემ შეცვალოს, რომელიც შესაძლოა თავად იყოს ინფიცირებული ან, დაავადებულთან კონტაქტის მიზეზით, საფრთხის შემცველი და, შესაბამისად, საყოველთაო უსაფრთხოების მიზნით, იზოლაციაში გადაყვანილი... ექიმები, რომლებიც მონიტორების წიკწიკსა და ავადმყოფების კვნესაში ელოდებიან საშინელი ღამის გათენებას, ღამის, რომელიც აღარ თენდება... მეც ექიმი გახლავართ და, ვიცი, რეანიმაციაში გვიან თენდება…

სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დავიწყეთ პროექტი „ერთად გავუმკლავდეთ“, რათა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პიროვნებების შესახებ, რომელთა თავდადებისა და ამტანობის უნარზე ადამიანების ჯანმრთელობაა დამოკიდებული....

თუმცა, მხოლოდ მათი გმირობა ვერ დაამარცხებს „ვერაგ მტერს“,კოვიდთან ბრძოლაში თითოეულის ნაბიჯია გადამწყვეტი. ამიტომ, გთხოვთ, აიცერით – ერთად გავუმკლავდეთ!“

#ერთადგავუმკლავდეთ

#ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ჯანდაცვა2021 #ჯეს

#გავუმკლავდეთ