რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"
რომლის გარშემოც სპციალისტების "მზარდი შეშფოთებაა.“ ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, დღეს კი უკვე მის შესახებ პირველი შეფასებები ხდება ცნობილი.
ბოლო ცნობები კოვიდის ახალი შტამის შესახებ ისაა, რომ სწრაფად განიცდის მუტაციას. როგორც BBC-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ახალი ვარიანტის შემთხვევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კონცენტრირებულია სამხრეთ აფრიკის ერთ პროვინციაში, მაგრამ არის მინიშნებები, რომ ის შეიძლება უფრო გავრცელდეს.
ჩნდება კითხვები - რამდენად სწრაფად ვრცელდება, რამდენად გადამდებია, რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება და არის თუ ეფექტიანი არსებული ვაქცინები. როგორც გამოცემა წერს, არსებობს უამრავი სპეკულაცია, მაგრამ ძალიან ცოტა პასუხი.
ამგვარად, რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?
მეცნიერები მას B.1.1.529 ვარიანტს უწოდებენ და ჯანმო ბერძნული ანბანის მიხედვითაც გეგმავს სახელის მინიჭებას. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.
- "რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, "დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.ამასთან, Imperial College London-ის ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ B.1.1.529-ს ე.წ. სპაიკ ცილაში მუტაციების "უპრეცედენტო“ რაოდენობა აქვს, რაც სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს დაინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას განაპირობებს.