ფოთის მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფოთის მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები.

მათი ინფორმაციით, ვაქცინაციას პროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ, ქალაქში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა.

„ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი გაეცნო. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ პენსიონერებისთვის დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო უამრავი ადამიანისთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

ფოთში, იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელია. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. "ბუსტერ" დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა პენსიონერს, „ლიბერთი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე ერიცხება“, - აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.