ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის ძირითად გამავრცელებლებად აუცრელი ადამიანები დაასახელა
ყველას, ვისთვისაც ვაქცინაცია ნებადართულია, მოვუწოდებთ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაციის სრული ციკლი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიორიტეტული ჯგუფებისათვის, მაგალითად 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ან დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის“
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და შენობის განიავება თავისთავად აუცილებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, პროფილაქტკური ღონისძიებების გამოყენება უზრუნველყოფს საზოგადოების კორონავირუსისგან მაქსიმალურად დაცვას.