კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში ახალი რეგულაციები დაწესდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთში ახალი რეგულაციები დაწესდება

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ახალი ზომების დაწესება, რათა ქვეყანამ ზამთარი მაქსიმალურად კარგად გადალახოს და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

ატალის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში უფრო მკაცრად გაკონტროლდება. ამასთან, გამკაცრდება სანიტარული საშვების სისტემა, რათა არავაქცინირებულ პირებს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესდეთ.

ასევე დაგეგმილია ვაქცინის "ბუსტერ" დოზის მიღებასთან დაკავშირებით ახალი კამპანიის წარმოება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ყოველ 100 000 ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია.