ეგვიპტელმა ექიმებმა ახალი დაავადება აღმოჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეგვიპტელმა ექიმებმა ახალი დაავადება აღმოჩინეს

მათ მიერ აღმოჩენილ ახალ დაავადებას.

2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საავადმყოფოებს მიმართა დაახლოებით 4 ათასმა ადამიანმა, რომელთაც დასმული ჰქონდათ დიაგნოზი რევმატოიდული ართრიტი. საუბარია შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკულ აუტოიმუნურ ანთებით დაავადებაზე, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

თუმცა, პაციენტების უფრო დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ ჰქონდათ არა რევმატოირდული ართრიტი, არამედ ფიბრომიალგია - ჩონჩხ-კუნთოვანი ქრონიკული ტკივილები მთელს სხეულში. ამას გარდა, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ანომალიურად მაღალი პარათირეიდული ჰორმონის დონე - პარათირეოიდული ჯირკვლის მომატებული აქტივობის გამო. რენტგენოლოგიურმა სურათმა კი აჩვენა ძვლის ზოგიერთ უბნებზე დეზის მსგავსი წანაზარდები.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად მზის სხივების სიჭარბისა, ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაში ძალიან მაღალია D ვიტამინის დეფიციტის დონე, რასაც უკავშირებენ მძიმე ლითონების, პირველ რიგში კადმიუმის ასევე ტყვიის მომატებულ შემცველობას რეგიონის ნიადაგსა და წყალში, საიდანაც ხვდება საკვებში. კადმიუმი გროვდება თირკმელებში, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის მიერ D ვიტამინის ათვისებაში. ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს მეორეული ჰიპერპარათირეოდიზმის და ფიბრომიალგიის სიმპტომების განვითრებას.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დაავადებას სახელი „ახლო აღმოსავლური ტკივილის სინდრომი“ იმიტომ ეწოდა, რომ ყველა პაციენტი იყო ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა დაავადება სულაც არაა აუცილებელი დაკავშირებული იყოს გეოგრაფიასთან და პოტენციურად შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, ვისაც აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი და იმყოფება მძიმე ლითონების ზემოქმედების ქვეშ.