60 წლის მამაკაცი შაკიკისგან დიეტის საშუალებით განიკურნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

60 წლის მამაკაცი შაკიკისგან დიეტის საშუალებით განიკურნა

ერთი თვის განმავლობაში მას აღენიშნებოდა შაკიკის 4-8 შეტევა, რომელიც გრძელდებოდა 2-3 დღე და გარდა თავის ძლიერი ტკივილისა, თან ახლდა გულისრევა და ღებინება.

შაკიკის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები, ასევე იმ პროდუქტებზე უარის თქმა, რომელთაც შეიძლება გამოეწვია შაკიკის შეტევები (შოკოლადი, ყველი, ნიგოზი, კოფეინი, ჩირი) არაეფექტური აღმოჩნდა. შეტევების სიმძიმესა და სიხშირეზე არ მოქმედებდა ასევე იოგა და მედიტაცია.

რადგანაც სულ უფრო მეტი მონაცემია იმასთან დაკავშირებით, რომ შაკიკის დროს წამლების ეფექტური და უსაფრთხო ალტერნატივა შეიძლება დიეტა აღმოჩნდეს, ექიმებმა პაციენტს შესთავაზეს გადასულიყო ე.წ. LIFE დიეტაზე. მიჩნეულია, რომ ეს დიეტა აქვეითებს ორგანიზმში სისტემური ანთების დონეს და ჟანგვით სტრესს, რომლებიც როგორც წესი, შაკიკის დროს მომატებულია.

LIFE დიეტის დროს აუცილებელია დღეში არა ნაკლებ 140 გ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის (ისპანახი, სალათის სხვადასხვა სახეობა) უმი ან მომზადებული სახით მიღება და ამ ბოსტნეულის ერთ ლიტრამდე სმუზის მიღება. ამასთან აუცილებელია მარცვლეული, სახამების შემცველი ბოსტნეულის, მცენარეული ცხიმის, ცხოველური ცილის, კერძოდ რძის პროდუქტებისა და წითელი ხორცის მიღების შეზღუდვა.

LIFE დიეტის დაცვიდან ორი თვის შემდეგ შაკიკის შეტევის სიხშირე ხანგრძლივობა და სიმძიმე მნიშვნელოვნად შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა შეწყვიტა შაკიკის სამკურნალო საშუალებების მიღება. ის იმ პროდუქტებსაც კი მიირთმევდა, რომელსაც შეეძლო შეტევის პროვოცირება- კვერცხის ცილა, ორაგული, ან ჩაი.

სამი თვის შემდეგ შაკიკის შეტევები საერთოდ შეწყდა. გარდა ამისა LIFE დიეტის შედეგად მამაკაცს აღარ აღენიშნებოდა სეზონური ალერგია, რომელიც მას წარსულში უვითარდებოდა და სისხლში ქოლესტერინის დონეც მოწესრიგდა. ამიტომ იგი აღარ იღებდა სტატინებს, რომელთაც ის მრავალი წლის განმავლობაში სვამდა. მამაკაცის განცხადებით, დიეტის წყალობით მისი სიცოცხლის ხარისხი და ფუნქციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.