12  წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

12  წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

და „ფაიზერის“ ვაქცინით ბავშვების აცრა უკვე დაიწყო. მანამდე კი 12-დან 15 წლამდე ასაკის მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრა იყო ჩვენთან შესაძლებელი.

სპეციალისტების თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოს კორონავირუსის „დელტა“ შტამი ხდება დომინანტი, რომელიც, სხვა შტამებისგან განსხვავებით, გაცილებით ადვილად გადამდებია, მთავარი საზრუნავია, როგორც დავიცვათ არავაქცინირებული ბავშვები კორონავირუსისგან და მისგან გამოწვეული გართულებებისგან. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „დელტა“ შტამი ადვილად გავრცელდა ბავშვებსა და მოზარდებში, სწორედ ისაა, რომ მათ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებიათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით საქართველოში 850-მდე ბავშვია აცრილი, ხოლო ორჯერადად — 60-მდე.

„დღეისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით უკვე, დაახლოებით, 850-მდე ბავშვია ერთჯერადად აცრილი და, დაახლოებით, 60-მდე ბავშვი - სრულად, ორჯერადად. ამ ასაკში ადმინისტრირდება მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინა. ასევე, დაახლოებით, 10-დან 11 000-მდე აცრილია 16-17 წლის ასაკის მოზარდი", — აცხადებს გამყრელიძე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მშობლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ 12 წელს ზემოთ ასაკის ყველა ბავშვი აიცრას. იგი ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდვაქცინით იმუნიზაციის პროცესს დადებითად აფასებს; „ბევრი მეკითხება რჩევას, აცრას თუ არა ამ ასაკის ბავშვები კოვიდვაქცინით. დიახ, ყველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ აცრან. მაგრამ ეს ჯგუფი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე, რამეთუ ძირითადი რაოდენობა მაინც მოდის ასაკობრივ ადამიანებზე“, - აცხადებს ცერცვაძე და უფროსებსაც დროულად აცრისკენ მოუწოდებს.

სად შეგიძლიათ აცრათ ბავშვები?

მშობელს შეუძლია, მიიყვანოს შვილი ასაცრელად ნებისმიერ პუნქტში, ნებისმიერ კაბინეტსა თუ დაწესებულებაში, რომელიც ვაქცინაციას ატარებს და შეუძლია ბავშვს ვაქცინაცია იქ ჩაუტაროს.

რა ვაქცინით შეიძლება ბავშვის აცრა?

ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერით“ ხდება. დანარჩენი, სხვა მწარმოებლის ვაქცინა ბავშვთა ასაკში არ არის დაშვებული, ამიტომ 12 წლიდან ბავშვებს მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“ უკეთებენ. „რამდენიმე ქვეყანაში 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყო და მხოლოდ იქ ხდება დოზის შემცირება, მაგრამ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას საქართველოში არ ვატარებთ. ჩვენთან ვაქცინაცია ტარდება 12 წლიდან და იგივე დოზა, იგივე ინტერვალით, კეთდება, როგორც ეს ხდება დიდების შემთხვევაში“, - ამბობს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა გაზრდილია

ბატონი ივანე ასევე საუბრობს იმ რისკებზე, რასაც კორონავირუსი იწვევს ბავშვებში და ამიტომ მოუწოდებს მშობლებს შვილების აცრისკენ:„საამისოდ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე არგუმენტიც კმარა, მათ შორის მკვეთრად გაზრდილია „დელტა“ შტამის შემთხვევები. თუ პანდემიის დასაწყისში ბავშვი იყო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7-10 პროცენტი, ანუ 100 ინფიცირებულიდან 10 იყო ბავშვი, ახლა, 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში უკვე 20 ბავშვია, ანუ ორჯერ გაიზარდა ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი, რაც გამოიწვია „დელტა“ ვარიანტმა.

ამ მუტაციამ შეცვალა ასაკი, ეს არ არის მარტო ქართული სინამდვილის ამსახველი მონაცემები, ანალოგიურად შეიცვალა ასაკი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ანუ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში ორჯერ უფრო ხშირი გახდა, ვიდრე ეს იყო ჩინური ორიგინალური ვირუსის შემთხვევაში.

გარდა ამისა, „დელტა“ ვარიანტმა გამოიწვია საავადმყოფოში მიმართვიანობის გაზრდაც, 100 ინფიცირებული ბავშვიდან მდგომარეობის სიმძიმის გამო 9 ბავშვი საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას. უნდა აღინიშნოს ერთი განმასხვავებელი თვისებაც, შარშან კორონავირუსით ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა, ახლა, სამწუხაროდ, შვიდი ბავშვია გარდაცვლილი. „დელტა“ ვარიანტმა ასევე გაზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამიტომ აუცილებელია ბავშვების აცრა. კორონავირუსის ვაქცინაცია პრაქტიკულად 100 პროცენტით ეფექტიანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ასევე ეფექტიანია ვაქცინაცია საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების 100 პროცენტით შემცირების თვალსაზრისით“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

„მოზარდის ვაქცინაციას აქვს სასიცოცხლო როლი ინფიცირების შესამცირებლად“

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბავშვების აცრა მნიშნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვს.

„თუ ჩვენ ვაქცინირებული ბავშვები გვეყოლება, მაშინ ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ ისეთ საშიშროებას ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით, როგორც არავაქცინირებული ბავშვები. ასეთ შემთხვევაში იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. ეს ძალიან საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციაა. ბავშვების ვაქცინაცია ირიბად განაპირობებს მოზრდილთა ინფიცირების, საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების შანსებსაც. ეს ძალიან სერიოზული არგუმენტია. ამიტომ ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე, ბევრმა ქვეყანამ მაისში, მაგრამ, თანადათანობით, ევროპის ყველა ქვეყანამ, ჩრდილოეთ ამერიკამ, იაპონიამ დაიწყეს ბავშვების ვაქცინაცია 12- დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენ ცოტათი დავაგვიანეთ, მაგრამ მთავარია, რომ ახლა ყველა მშობელს აქვს შვილის აცრის შესაძლებლობა... ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ მასალებში პირდაპირ წერია, რომ მოზრდილების ვაქცინაცია სასიცოცხლო როლს ასრულებს კორონავირუსით ინფიცირების, კორონავირუსით გამოწვეული ავადობისა და ლეტალობის შესამცირებლად არა მარტო ბავშვებში, არამედ ყველა ასაკობრივ ჯგუფში“,- ამბობს ივანე ჩხაიძე.

„ფაიზერი“ ბავშვებისთვის საშიში არ არის!“

არის თუ არა „ფაიზერით“ აცრა საშიში ბავშვებისთვის, - ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს დღეს.

პროფესორი ივანე ჩხაიძე ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „ფაიზერით“ აცრა არ არის საშიში ბავშვებისთვის.

„ეს არის ჩვეულებრივი სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც ღიაა ყველასთვის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ფაქტი იყო, მილიონი ვაქცინირებული 12-დან-15 წლამდე ასაკის ბიჭიდან 60 შემთხვევაში განვითარდა მიოკარდიტი და მილიონიდან აცრილი ამავე ასაკის გოგოდან რვას გამოუვლინდა მიოკარდიტი. საშუალოდ, მილიონი ვაქცინირებულიდან 34-ს განუვითარდა მიოკარდიტი.

foto2-1637324732.gif

რაც მთავარია, ყველა შემთხვევა ალაგდა დროთა განმავლობაში, ყველა შემთხვევა დასრულდა გაურთულებლად, მკურნალობაც არ გახდა საჭირო, ზოგიერთისთვის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მედიკამენტები გახდა საკმარისი.

დიახ, ეს გართულება ახლავს აცრას, ეს გართულება ფიქსირდება, სიხშირეც ცნობილია ჩვენთვის და ისიც ცნობილია, რომ ყველა ეს ბავშვი ყველანაირი ნარჩენის გარეშე, გულის დაზიანების გარეშეა დღეს. ეს არ არის ის გართულება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ბავშვები გადასცემენ ინფექციას მოზრდილებს და მოზრდილი შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვების ვაქცინაცია მოზრდილების ინფიცირებას ამცირებსო, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ინფიცირებას შეამცირებს, შეიძლება მოსახლეობის სიკვდილისაგან დაცვაც განაპირობოს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.