მხოლოდ კოვიდპანდემიის პირობებში შექმნილი რეალობით ვარსებობთ – ყოველგვარი პირადი ცხოვრების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხოლოდ კოვიდპანდემიის პირობებში შექმნილი რეალობით ვარსებობთ – ყოველგვარი პირადი ცხოვრების გარეშე

როდესაც რუხის კლინიკის მშენებლობა დაიწყო. იმ წუთიდან, ყოველ წელიწადს, როდესაც მშობლიურ სახლში ჩავდიოდი, პირველი, ამ ადგილისკენ მოვიჩქაროდი და დიდხანს ვუყურებდი იმას, თუ როგორ იზრდებოდა დღითი დღე. მჯეროდა, დიდი საქმისთვის ემზადებოდა, თუმცა, იმ დროს, პანდემიაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი.

როდესაც პანდემია დაიწყო, ორი წლის შვილთან ერთად, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიმყოფებოდი. ყოველთვის მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ კლინიკის განვითარების პროცესში და, სწორედ, ეს სურვილი აღმოჩნდა ის იმპულსი, მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის გამოც, დიდი რისკის მიუხედავად, გავბედე და კლინიკაში მუშაობა დავიწყე. ნამდვილად რთული იყო, რადგან, შიშთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი – განსაკუთრებით – ჩემი კუთხის, ჩემი სოფლის მოსახლეობის მიმართ. ამ პასუხიმგებლობას აასმაგებდა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, ეგრეთ წოდებულ დეფაქტო საზღვრის მიღმა, რომლებსაც პანდემიამ უსუსურობისა და დაუცველობის გრძნობა გაუმძაფრა. მათი ერთადერთი იმედი ეს კლინიკა იყო. მათთან ურთიერთობა განსაკუთრებული ემოციების გარეშე შეუძლებელია. ამ ადამიანების გაცნობამ ჩვენში კიდევ უფრო გააძლიერა პატრიოტული განცდა და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ...

არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის თანატოლი, პატარა გოგონა აფხაზეთიდან, რომელმაც ტრაგიკულად დაკარგა მშობლები, ამიტომ ძალიან კეთილ, მზრუნველ, მაგრამ უკვე ხანშიშესულ, ნერვიულობისგან დანაღვლიანებულ–დაუძლურებულ ბებიასთან იზრდებოდა. პატარაც და ბებოც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ამდენად მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე, ორივე უმტკივნეულოდ გამეწერა კლინიკიდან. ერთ მხარეს იყო 2 წლის ბავშვი, მისი თანმხლები დაავადებების გამო, ძალიან საყურადღებო მდგომარეობაში მყოფი და მეორე მხარეს – 80 წელს მიღწეული ბებია, ამ ბავშვის ერთადერთი იმედი. მადლობა ღმერთს, მისი ძალითა და შემწეობით, ორივე ჯანმრთელი გავწერეთ კლინიკიდან. არ დამავიწყდება მედპერსონალის ჩუმი და განსაკუთრებული ზრუნვა ამ პაციენტებზე, შესვენების დროსაც კი მათზე ფიქრსა და მხარდაჭერაში რომ ატარებდნენ... არ დამავიწყდება იმ პატარა გოგონას თვალებში უმანკო მადლიერების ელფერი, რომელსაც თავად სიტყვებით ვერ გადმოსცემდა... ამ ელფერის გამო ნამდვილად ღირს თავგანწირვა...

უკვე წელიწადნახევარზე მეტია, რაც მე და ჩემი გუნდი მხოლოდ კოვიდპანდემიის პირობებში შექმნილი რეალობით ვარსებობთ – ყოველგვარი პირადი ცხოვრების გარეშე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ არსებობს სამუშაო და არასამუშაო საათები, რადგან მთელი დრო პაციენტებზე ნაწილდება და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრითაა მოცული. ამ დრომდე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბალანსზე 5000-ზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლეა და, ვიცი, ერთად კიდევ უფრო მეტს შევძლებთ. პერიოდულად, საზოგადოების მხრიდან წამოსული ნეგატივისა და უსამართლობის მიუხედავად, ჩვენი მებრძოლი მუხტი არ შენელებულა და კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ძალისხმევით ვაგრძელებთ ბრძოლას.

ვიცი, პანდემია აუცილებლად დამთავრდება და ეს განცდები, რომლებმაც ემოციები, ფასეულობები შემიცვალა, ბევრი კარგი და ცუდი დამანახა, სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ეს დიდი გამოცდილებაა, ძალიან დიდი სკოლაა... ვისურვებ, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს – უფრო ძლიერები, უფრო გამოცდილები და ერთმანეთთან სიახლოვეს მოწყურებულები.

ჯანმრთელობას გისურვებთ, აიცერით, ერთად გავუმკლავდეთ!“

„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ

#ძლიერიჯანდაცვისთვის

#ვაქცინაგვიცავს

#ჯანდაცვა2021 #ჯეს

#გავუმკლავდეთ