მცხეთის მუნიციპალიტეტში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაიზარდა
როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფლის ამბულატორიებში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი.
მათივე ცნობით, ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის ამბულატორიაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე. მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისათვის, ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის 10 ამცრელი ამბულატორია და 2 მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მოქმედებს. აღნიშნულ პუნქტებში მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციისათვის ყველა პირობა შექმნილია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.