დექსამეტაზონით მკურნალობა კოვიდ19-ის დროს - აღემატება თუ არა სარგებელი რისკებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დექსამეტაზონით მკურნალობა კოვიდ19-ის დროს - აღემატება თუ არა სარგებელი რისკებს?

რომელიც პაციენტებს სიცოცხლისთვის საშიში გართულებებისაგან იხსნის.

ძლიერი სტეროიდული საშუალებები აუმჯობესებენ კოვიდ19-ით ინფიცირებული იმ კატეგორიის პაციენტების მდგომარეობას, რომლებსაც ჟანგბადი, ან მექანიკური ვენტილაცია ესაჭიროებათ. თუმცა, სტეროიდები რიგ გვერდით ეფექტებს იწვევს, მათ შორის სისხლში გლუკოზის დონის მატებას.

დიაბეტის ანამნეზის მქონე პაციენტებში და მათთანაც, ვისაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სტეროიდების გამოყენებას შესაძლებელია, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გართულებები მოჰყვეს. მაგალითად, მეტაბოლური დისბალანსი, ინფექციის მომატებული რისკი და სხვ.

2021 წლის ნოემბრის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების შეხვედრაზე, მკვლევარებმა კვლევის შედეგები წარადგინეს. ისინი კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების დიდ ჯგუფს დააკვირდნენ, რომლებიც დექსამეტაზონით მკურნალობდნენ. სტეროიდით, რომელსაც ექიმები ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ.

კვლევის მთავარი ავტორის თქმით, მათ მრავალმხრივი ანალიზი ლონდონის საავადმყოფოში მყოფი 2000-ზე მეტი ჰოსპიტალიზირებული პაციენტის დაკვირვების შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ შაქრიანი დიაბეტი კოვიდ19-ის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია, სტეროიდები კი სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, რაც ორმაგად სახიფათოა, თუმცა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულთათვისაც ისეთივე ეფექტურია დექსამეტაზონი, როგორც ჯანმრთელი ადამიანებისთვის (იგულისხმება, შაქრიანი დიაბეტის არმქონე პაციენტები).

მკვლევართა გუნდმა ჰოსპიტალიზებული პაციენტები ორ ჯგუფად დაჰყო. პირველი ჯგუფი - შედგებოდა 889 ადამიანისაგან, რომლებიც საავადმყოფოში 2020 წლის მარტი-აპრილში იმყოფებოდნენ. მათ ექიმები დექსამეტაზონს რეგულარულად არ უნიშნავდნენ. მეორე ჯგუფი - 1372 ადამიანისაგან შედგებოდა, მონაწილეები ჰოსპიტალიზირებულები იყვნენ 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე. ეს პაციენტები დექსამეტაზონს ექიმის დანიშნულებით რეგულარულად ღებულობდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ჯგუფის პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ნაკლებად ხვდებოდნენ. პირველ ჯგფუში პროცენტული მაჩვენებელი 27.6% იყო, ხოლო მეორე ჯგუფში 18.8%.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, 31.8%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ პაციენტებს, რომლებიც მეორე ჯგუფში იყვნენ და რომლებიც დექსამეტაზონს ღებულობდნენ.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოხვედრის დამატებით რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნებოდა: მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი სისუსტე, თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და სხვა.

მთავარი მკვლევარის განცხადებით, დექსამეტაზონს კვლევაში მონაწილე დიაბეტით დაავადებული პაციენტების 35% ღებულობდა. მათგან 19%-ს ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე) განუვითარდა, რაც დამატებით მკურნალობას საჭიროებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 935 ადამიანიდან 21-ს, ანუ 2%-ს სტეროიდით გამოწვეული დიაბეტი განუვითარდა (ისინი კოვიდ19-ის სამკურნალოდ დექსამეტაზონს ღებულობდნენ). თუმცა, დექსამეტაზონით გამოწვეული დიაბეტი, ხშირად სტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, კვლევის შედეგები ასეთია: დექსამეტაზონით მკურნალობამ სიკვდილიანობის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოხვედრის რისკი 56%-ით შეამცირა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაშიც, დექსამეტაზონი სიკვდილიანობის და ICU-ში მოხვედრის რისკს ამცირებს.

P.S. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მიზნად არ ისახავს იმას, რომ პაციენტებმა თვითნებურად დაიწყონ ჰორმონების მიღება. გაფრთხილებთ, რომ ჰორმონული პრეპარატების არსწორად და არამიზნობრივად მიღების შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნათ საკუთარ ჯანმრთელობას.