ტყეების გაკაფვამ გამოიწვია სიცხის გამო სიკვდილიანობის ზრდა
რამაც თავის მხრივ გამოწვია რეგიონში სიკვდილიანობის 8%-ით გაზრდა.
მკვლევარებმა გაანალიზეს თანამგზავრის სურათები, რათა განესაზღვრათ ტყის საფარის დანაკარგი 2002-2018 წლებში.
4375 კვადრატულ კოლომეტრის ფართობზე ტყის გაჩეხვამ გამოიწვია 0,95გრადუსით ტემპერატურის მომატება ამ პერიოდში. ამის შედეგად ღია ცის ქვეშ, უსაფრთხო მუშაობის დრო შემცირდა დღეში 20 წუთით. კლიმატური მოდელის პროგნოზით, გლობალური დათბობის სცენარისას, 2 გრადუსით ტემპერატურის მომატებამ შეიძლება კიდევ გაზარდოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ინდონეზია მესამეა მსოფლიოში ტროპიკული ტყეების ფართობის მიხედვით. 2015 წლიდან მნიშვნელოვნად შენელდა ტყეების გაკაფვა. თუმცა ისეთი ფაქტორები როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ტყეების ფართობის შემცირებას უწყობს ხელს. Global Forest Watch, მონაცემებით, 2001 წელს ქვეყანაში იყო 93,8 მილიონი ჰექტარი მოქმედი ტყე, რაც ეგვიპტის ფართობის ტოლფასია. 2020 წლისთვის ეს ფართობი შემცირდა დაახლოებით 10%-ით.