ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება

- ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე ინდიკატორს საიმედო ტენდენცია აქვს. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან მიმართებაში 700-800 ერთეულით არის კლება, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს.

აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.

ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, რაც „ძალიან ცუდია“. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელი და დიდი შეკრებები ეპიდვითარების მაღალი ნიშნულის „ბუსტერია“.