კორონავირუსის ვაქცინა-პლასტირის კლინიკური გამოცდა იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის ვაქცინა-პლასტირის კლინიკური გამოცდა იწყება

მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო მეორე თაობის ვაქცინის კლინიკური კლვევის პირველი ეტაპის ჩატარების ნებართვა. როგორც Emergex-ში იტყობინებიან, ვაქცინის მოქმედების საფუძველს წარმოადგენს Т-უჯრედების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიცნონ და გაანადგურონ ორგანიზმში ვირუსით დაზიანებული უჯრედები.

Т-უჯრედები მუშაობას იწყებს დასნებოვნებისთანავე, რითაც ეწინააღმდეგება ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას, დაავადების განვითარებას და ვირუსის სხვა ადამიანებზე გადაცემას. როგორც ვაქცინის შემქმნელები ამტკიცებენ, მოქმედების ასეთი პრინციპი უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ იმუნიტეტს, განსხვავებით ამჟამად არსებული ვაქცინებისგან, რომლებიც აძლიერებენ კორონავირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას.

საქმე ისაა, რომ ანტისხეულების რაოდენობა თანდათანობით ქვეითდება და ამასთან მცირდება ამგვარი ვაქცინების ეფექტურობა, რის შედეგადაც საჭიროა პაციენტების რევაქცინაცია. Emergex-ის კომერციული დირექტორის რობინ კოენის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგულატორებმა გასცეს COVID-19-ის Т-უჯრედული პასუხის ვაქცინის კლინიკური გამოცდის ჩატარების ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ Emergex-ის ვაქცინა დამზადებულია მიკრონემსებიანი პლასტირის სახით, რომელიც ადვილად მაგრდება კანზე და სატარებლად მოსახერხებელია.

ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე სამი თვის განმავლობაში, რაც კომპანიის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაამარტივებს მთელ მსოფლიოში მის მიწოდებას.

კლინიკური კვლევა ჩატარდება შვეიცარიაში 2022 წლის 3 იანვრიდან. კვლევაში მონაწილოებას მიიღებს 26 ადამიანი. მოხალისეებს ორ ჯგუფად დაყოფენ, რომელთაგან ერთი მიიღებს ვაქცინის დიდ დოზას, მეორე მცირეს. კვლევის შუალედური შედეგები ივნისში გახდება ცნობილი.