მეცნიერებმა კორონავირუსების საწინააღმდეგო უნივერსალური ანტისხეული აღმოაჩინეს
მათ შორის SARS და COVID-19-ს.
სპეციალისტებმა გააანალიზეს ორი პაციენტის სისხლის ნიმუში. ერთ-ერთი დასნებოვნდა SARS-CoV-1 ვირუსით 17 წლის წინ, ხოლო მეორემ გადაიტანა COVID-19. მკვლევარებმა შეძლეს 1,7 ათასი ანტისხეულის ნახვა. 50 მათგანს შეეძლო როგორც SARS-CoV-1, ისე SARS-CoV-2-თან ბრძოლა. ერთერთი ასეთი ჯვარედინი ანტისხეული DH1047, განსაკუთრებით მძლავრი აღმოჩნდა - მას შეუძლია დაუკავშირდეს ცხოველების მრავალ კორონავირუსს.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტისხეული ეფექტურად ანეიტრალებს როგორც SARS, ისე COVID-19 და მის სხვადასხვა ვარიანტს. ასევე ანტისხეულს აღმოაჩნდა უნარი შეამსუბუქოს დაავადების სიმძიმე როგორც დაავადებამდე ისე დაავადების შემდეგ შეყვანისას.
მკვლევარების აზრით, მომავალში DH1047 შეიძლება გახდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის საფუძველი.