რითია საშიში დაბინძურებული ჰაერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რითია საშიში დაბინძურებული ჰაერი

დეპრესია ყველა ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ ზოგიერთებს რისკი მომატებული აქვთ გენეტიკური ფაქტორების გამო. ლიბერის სახელობის ტვინის განვითარების ინსტიტუტის, ჯონს ჰოპკინსის და პეკინის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა ჩინეთის დედაქალაქში მცხოვრები 352 მოხალისე. გენოტიპირების საფუძველზე, გენეტიკური რისკების გათვალისწინებით, თითოეულ მათგანს მეცნიერებმა გამოუთვალეს დეპრესიის განვითარების რისკის ქულა. ამის შემდეგ მკვლევარებმა შეაგროვეს ინფორმაცია განვლილი ექვსი თვის მანძილზე ადამიანები რამდენად იყვნენ დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს ასევე სთხოვეს კოგნიტიური ტესტების გავლა, რომლის დროსაც მკვლევარები ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ ტვინის უბნების აქტივობას. პარალელურად ტესტის გავლისა, ადამიანები ექვემდებარებოდნენ სოციალურ სტრესს - უარყოფითად აფასებდნენ მათ შედეგებს.

მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ნეირონული ქსელი ირღვეოდა როგორც დეპრესიასთან დაკავშირებული გენების მუშაობის ხარჯზე, ასევე დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებითაც.