ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია, თუმცა, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია, თუმცა, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ქვეყანაში ეპიდვითარება სერიოზულად არის გართულებული, თუმცა, ამის მიუხედავად შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ეპიდემიისგან მთავარი დაცვა არის ვაქცინაცია.

„სერიოზულად არის გართულებული ეპიდვითარება. დღესაც 4445 შემთხვევაა და 77 გარდაცვლილი. ამ ყველაფერს შეაკავებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის პროცესი, ინიციატივების შემდეგ, ოდნავ დაიძრა, 7 ათასზე მეტი ვაქცინირებულია დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მონაცემი თანდათანობით გაიზრდება. არავითარი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ე.წ. მწვანე პასპროტების სისტემა, 200 ლარიანი წახალისება 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის. იქნება მოწოდებები და გთხოვთ, ტელევიზიებს, რომ სულ იყოს მორბენალი სტრიქონი „აცრა გვიცავს“ და „წავიდეთ ავიცრათ“. ჩვენი სლოგანია დღეს „ვიცრებით ერთმანეთისთვის და საქართველოს სამსახურში“,- განაცხადა გამყრელიძემ.