ამირან გამყრელიძე - იმ 38 სოფელში, სადაც ვაქცინაციის მარათონი გაიმართა, დაახლოებით 4 000-მდე პირი აიცრა, ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საბჭოზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - იმ 38 სოფელში, სადაც ვაქცინაციის მარათონი გაიმართა, დაახლოებით 4 000-მდე პირი აიცრა, ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საბჭოზე

ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საბჭოზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის მარათონის სახეცვლილ ვერსიაში გახლავთ 3 მიმართულება.

„პირველ მიმართულებაში არის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც სწრაფად გვინდა თვე-თვენახევრის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ავარჩიეთ ოზურგეთი და გურჯაანი. იქ ახლად არჩეული მერები არიან ჩვენი კოლეგები, რომელთაც კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეორე მიმართულება არის 10 დიდ ქალაქში ძლიერი საინფორმაციო კამპანია, რომელიც გაიშლება მომავალი კვირიდან. ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი და ოზურგეთი. ამ ქალაქებში იქნება დიდი აქტივობები, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად მოვიცვათ. ასევე 3 რეგიონი - თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გვინდა, რომ წელს 60%-იანი მოცვა გვქონდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.