კოვიდ19-ის ტესტები - იცვლება თუ არა ტესტის სიზუსტე დღის განმავლობაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ19-ის ტესტები - იცვლება თუ არა ტესტის სიზუსტე დღის განმავლობაში?

ყველამ კარგად ვიცით, რომ კოვიდ19-ის ტესტები ხშირად ცდება. ტესტირების სიზუსტესთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში „Journal of Biological Rhythms“.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დღის მონაკვეთსა და ტესტირებას შორის გარკვეული სახის კავშირი არსებობს- დღის რომელ მონაკვეთში ჩაიტარებთ ტესტირებას, ამან შესაძლოა კოვიდ19-ის ტესტის პასუხზე იმოქმედოს.

კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეების ტესტი ზუსტ დადებითს უფრო ხშირად დღისით აჩვენდება, ხოლო ღამით ნაკლებად, რის გამოც კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ადამიანის სხეულის ცირკადული რიტმი ვირუსზე ზეგავლენას ახდენს.

აღნიშნულ ჰიპოთეზას მხარს უჭერს კვლევები, რომლებიც სხვა ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან მიმართებაში არის ჩატარებული.

მკვლევარებმა 86,342 კლინიკური ტესტის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 130 სხვადასხვა კლინიკაში ჩატარდა, 2020 წლის მარტიდან აგვისტომდე. ტესტირება ჩაუტარდათ, როგორც სიმპტომურ, ასევე უსპიმპტომო პირებს.

ყველაზე მეტი დადებითი ტესტი შუადღეს, დაახლოებით 2 საათისთვის დაფიქსირდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღის ამ მონაკვეთში ვირუსული გამოყოფა ყველაზე აქტიურია, ანუ ინფიცირებული აქტიურად გამოყოფს სისხლსა და ლორწოში ვირუსულ ნაწილაკებს.

გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, საღამოს 8 საათის შემდეგ ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების გამოყოფა მცირდება, ამ დროს ჩატარებულმა ტესტმა შესაძლოა ცრუ დადებითი აჩვენოს.

ვინაიდან, ცირკადული საათი იმუნურ სისტემას არეგულირებს, იმუნიტეტიც დღის სხვადასხვა დროს ნაკლებად, ან უფრო ძლიერად ფუნქციონირებს. აღნიშნული მიზეზი შესაძლებელია განაპირობებდეს SARS-CoV-2 ვირუსის გამოყოფის რიტმულობას. მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა შესუსტებულია, შესაძლოა ვირუსული ნაწილაკებიც უფრო აქტიურად გამოიყოფოდეს.

მკვლევარებმა ასაკი, სქესი, რასა, ტესტირების ადგილი, თვე, კვირა, დღე და სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს- ყველა პოტენციური „დამაბნეველი“ ფატქორი.

მათი თქმით, ციკრადულ ციკლსა და კოვიდ19-ის ინფექციას შორის კავშირის უკეთ შესწავლა, შესაძლოა დაგვეხმაროს თავიდან ავიცილოთ ტესტის უზუსტობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის შედეგები მხოლოდ ერთგვარი პროგნოზია, ამ ეტაპზე მყარი მტკიცებულება არ არსებობს.