თუთია შესაძლოა გაციების და გრიპის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგვეხმაროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუთია შესაძლოა გაციების და გრიპის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგვეხმაროს

გაციება, გრიპი, კოვიდ19 და სხვა ინფექციბი რესპირატორულ სისტემაზე ზემოქმედებენ და უსიამოვნო სიმპტომები ახასიათებთ.

მკვლევარები არაერთ სამკურნალო საშუალებას იკვლევენ, რომლებიც თავიდან აგვაცილებს სასუნთქი გზების დაზიანებას, შეგვიმსუბუქებს სიმპტომებს და მათ ხანგრძლივობას შეამცირებს.

ბოლო კვლევა, რომელიც ჟურნალში „BMJ Open“ გამოქვეყნდა, იუწყება, რომ თუთია სასუნთქი გზების ინფექიების საპროფილაქტიკოდ და სიმპტომების ხანგრძლივობის შესამცირებლად ეფექტურია.

ის იმუნიტეტს აძლიერებს, ამასთანავე მონაწილეობს ორგანიზმის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში, მათ შორის:

  • უჯრედების გაყოფა/ზრდა;
  • ჭრილობების შეხორცება;
  • ნახშირწყლების დაშლა;
  • ყნოსვა და გემო;
  • ინსულინის მოქმედების გაძლიერება.

თუთიის შემცველ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება ხამანწკები, წითელი ხორცი, ქათამი, ზღვის პროდუქტები, ლობიო, თხილი, რძის პროდუქტები, მთელმარცვლოვანი საკვები.

რაც შეეხება რესპირატორულ სისტემას, ის მოიცავს: ცხვირს, ყელს, ტრაქეას, ბროქნებს და ფილტვებს.

სასუნთქი გზების ინფექციები სიმპტომურად ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, გაციება ცემინებით, ყელის ტკივილით, ან ხველით შეიძლება ხასიათდებოდეს.

გრიპის სიმპტომები კი უფრო სერიოზულია, მას ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგძნება ახასიათებს.

კოვიდ19-ის მქონე პაციენტები გრიპის მსგავს სიმპტომებს განიცდიან. SARS-CoV-2-ისთვის დამახასიათებელია: ცხელება, შემცივნება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა, ხველა, შეშუპება და სურდო.

თუთია და ინფექციები

აღნიშნული კვლევა არის სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი, რომელიც რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებზეა ფოკურისრებული.

მკვლევარებმა სულ 28 კვლევა შეაჯამეს, რომლებშიაც 5446 პირი მონაწილეობდა.

კვლევის შედეგები

  • პერორალურად, ან ინტრანაზალურად თუთიის მიღება, ზოგიერთ ადამიანს სასუნთქი გზების ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება;
  • ადამიანები, რომლებიც თუთიას სუბლინგვალური, ან ინტრანაზალური სახით ღებულობდნენ, ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 2 დღეში გაუქრათ;
  • თუთიის მიღებიდან მესამე დღეს სიმპტომების სიმძიმე შემსუბუქდა.

მთლიანობაში, ავტორები ასკვნიან, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც თუთიის დეფიციტი არ აქვთ, მისი დანამატის სახით მიღება, ვირუსული ინფექციების საპროფილაქტიკოდ ეფექტურია და ის სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირებაშიც გვეხმარება.

აღსანიშნავია, რომ კვლევას გარკევეული შეზღუდვები ჰქონდა. ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ არცერთი კვლევა არ ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდ19 ჰქონდათ. ამიტომ, საჭიროა დამატებითი კვლევა იმის დასადგენად, ეხმარება თუ არა კოვიდ ინფიცირებულებს თუთია სიმპტომების შემსუბუქებაში.

მისი ჭარბი მიღება სპილენძის დეფიციტის რისკს ზრდის, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა მივიღოთ.

თუმცა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და ხანდაზმულთათვის თუთიის დანამატის სახით მიღება (მკურნალ ექიმთან შეთანხმებით), შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.