თამარ გაბუნიას განცხადებით, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი, ეპიდემიას კვებავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნიას განცხადებით, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი, ეპიდემიას კვებავს

ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი, ეპიდემიას კვებავს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები გადატვირთულია.

„შემთხვევები მაღალი რჩება. მობილობაც ძალიან მაღალია და ინფექციის გავრცელების რისკიც არსებობს. კლინიკები გადატვირთულია. 359 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და ახლა უკვე ვუყურებთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მომატებულია. როგორც კი იმატებს შემთხვევების რაოდენობა, ამას ორ კვირაში მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლების მატებაც. ჯერჯერობით ვრჩებით პროპორციულად 1,4% ლეტალობის მაჩვენებელზე, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში ეს დიდი ტრაგედიაა. ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომები გავააქტიუროთ. პირბადის გამოყენების მაჩვენებელი სამწუხაროდ, არ აღემატება 35%-ს. ასევე არის რეგულაციების დარღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კვებავს ეპიდემიას. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული რჩება. 60-65 ათასი აქტიური შემთხვევა დღის განმავლობაში შეიძლება ჯანდაცვის სექტორმა გაატაროს და გაუძლოს, მაგრამ დაღლილობის ხარისხიც იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად ვაქცინაცია, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შევამციროთ“, - განაცხადა გაბუნიამ.