თამარ გაბუნია - გამომდინარე იქიდან, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, გადავწყვიტეთ, „მწვანე სტატუსი“ დავუშვათ ნებისმიერი ინფექციაგადატანილისთვის, 12-თვიანი ინტერვალით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - გამომდინარე იქიდან, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია, გადავწყვიტეთ, „მწვანე სტატუსი“ დავუშვათ ნებისმიერი ინფექციაგადატანილისთვის, 12-თვიანი ინტერვალით

გადავწყვიტეთ, რომ მწვანე სტატუსი დავუშვათ ნებისმიერი ინფექციაგადატანილისთვის, 12 თვიანი ინტერვალით, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, კოვიდპასპორტის მიზანია ეპიდუსაფრთხოების გაზრდა და მოსახლეობის სტიმულირება, რომელმაც შესაძლოა, აცრის გადაწყვეტილება გარკვეულ დაწესებულებებში დაწესებული შეზღუდვის გამო მიიღოს.

,,ჩვენ გადავდივართ მწვანე საშვის გამოყენების მეორე ეტაპზე. პირველი ეტაპი შეეხებოდა სპორტულ ღონისძიებებს, ასევე კონფერენციებს და ტრენინგებს. ბუნებრივია, ამის კონტროლი და აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი აზრს კარგავს. შრომის ინსპექტირების სამსახური და ყველა სხვა უწყება პირველ დეკემბრამდე გაივლიან მექანიზმებს, რომ აღსრულება იყოს სათანადო. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს თავად ბიზნესობიექტები, სადაც მოხდება მწვანე საშვის გამოყენება, რომ არ დაუშვან არანაირი გადაცდენა, ან ტენდენციური დამოკიდებულება მომხმარებლებთან მიმართებაში. კოვიდპასპორტი გვექნება ყველას, თუ ადამიანს გადატანილი აქვს დაავადება, ან თუ აცრილია ეს ნიშნავს მწვანე სტატუსს. თუ უარყოფითი PCR, ან ანტიგენ ტექსტი აქვს ესეც არის მწვანე სტატუსი. ამ შემთხვევაში, არსებობს არჩევანი როდესაც განისაზღვრება, რომ ადამიანი არის უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური კუთხით.

გამომდინარე იქიდან, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი დაბალია და სხვა დამატებითი მყარი მონაცემები არ არსებობს, გადავწყვიტეთ, რომ დავუშვათ ნებისმიერი ინფექციაგადატანილი 12 თვიანი ინტერვალით. თავად პირმა უნდა იცოდეს, რომ რეკომენდებულია აცრა ინფექციის გადატანიდან 1 თვის შემდეგ, თუმცა მწვანე საშვის მიზნებისთვის დასაშვებია, რომ ეს იყოს შედარებით ხანგრძლივი პერიოდი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.