კვების რაციონის ცვლილებამ შესაძლოა, პროსტატას კიბოთი გამოწვეული ლეტალობის რისკი შეამციროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რაციონის ცვლილებამ შესაძლოა, პროსტატას კიბოთი გამოწვეული ლეტალობის რისკი შეამციროს

დიეტას, ნაწლავთა მიკრობიომსა და პროსტატის კიბოთი გამოწვეულ ლეტალობას შორის.

მკვლევარებმა PLCO კიბოს სკრინინგის კვლევის მონაცემები გამოიყენეს.

რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა მოიცავდა 55-დან 74 წლამდე ასაკის 76, 685 მამაკაცს, რომლებიც პროსტატის კიბოს სკრინინგს გადიოდნენ, 13 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი მონიტორინგი.

მკვლევარებმა 700 მამაკაცის ორგანიზმში შემავალი საკვები ნივთიერებების და მეტაბილიტების რაოდენობა შეისწავლეს, მათგან მოგვიანებით 173 გარდაიცვალა.

მათ აღმოაჩინეს კავშირი პროსტატის კიბოს აგრესიულ ფორმასა და 3 მეტაბოლიტს შორის, ესენია:

ფენილაცეტილგლუტამინი(phenylacetylglutamine), ქოლინი(choline) და ბეტაინი(betaine).

ფენილაცეტილგლუტამინი წარმოიქმენა მაშინ, როდესაც ფენილალანინს, (აუცილებელ ამინომჟავას) ნაწლავის ბაქტერიები შლიან/ანადგურებენ. ქოლინს და ბეტაინს შეიცავს ზოგიერთი საკვები.

ფენილალანინი შედის რძის პროდუქტების შემადგენლობაში, ასევე ამინომჟავას შეიცავს: შინაური ფრინველის ხორცი, თევზი, სოიო, ლობიო, თხილი.

ქოლინის ძირითადი წყარო ცხოველური პროდუქტებია: ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, პარკოსნები და სხვ. ბეტაინის შემცველი პროდუქტებია: ჭარხალი, ისპანახი, ხორბალი, მოლუსკები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებს, რომელთა სისხლის შრატი დიდი რაოდენობით ფენილაცეტილგლუტამინს შეიცავს, პროსტატის კიბოს შედეგად გარდაცვალების 2,5-ჯერ მეტი რისკი აქვთ.

რაც შეეხება ქოლინის და ბეტაინის სიჭარბეს, ის 2-ჯერ ზრდის პროსტატის კიბოთი გამოწვეული ლეტალობის რისკს.

კვლევის ავტორის განცხადებით, საკვებში შემავალი ნივთიერებები კომპლექსურად ურთიერთქმედებენ ნაწლავის ბაქტერიებთან, რაც გავლენას ახდენს ლეტალობაზე.

ნაწლავის ზოგიერთი ბაქტერია ქოლინს და ბეტაინს ტრიმეთილამინად და ტრიმეთილამინის N-ოქისადად გარდაქმნის, რაც წინა კვლევების თანახმად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნევროლოგიური დარღვევების რისკს ზრდის.

ბეტაინი და ქოლინი შესაძლოა ტოქსიკურ ქიმიკატებად გარდაიქმნან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყველასთვის საზიანოა.

ზოგადად, პროსტატის კიბოს დროს ხორცი და ცხოველური პროდუქტები საზიანოა.