თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ჯანმრთელობა და თევზი - რა კავშირია მათ შორის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების ჯანმრთელობა და თევზი - რა კავშირია მათ შორის?

2017 წლის მონაცემებით, აშშ-ში ყოველი 100,000 ადამიანიდან 37,6 სიკვდილის მიზეზი სწორედ ცერებროვასკულური დაავადება გახდა.

ეს არის დაავადებები, რომლებიც თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების პრობლემებით იჩენს თავს, რასაც ინსულტი, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ნაწილის სისხლმომარაგების შეჩერება, ან სისხლძარღვოვანი დემენცია შეიძლება მოჰყვეს.

ცერებროვასკულურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური ინვალიდობა, ასევე კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითება.

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სუბკლინიკური ცერებროვასკულარული დაზიანება დემეცნიის გაზრდილ რისკთან ასოცირდება.

სუბკლინიკური ცერებროვასკულარული დაზიანება არის მდგომარეობა, როდესაც თავის ტვინში პათოლოგიური ნიშნები შეინიშნება, თუმცა დაავადება სიმპტომურად არ არის გამოვლენილი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ჯანსაღ კვებას, საკმარის ფიზიკურ აქტიობას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას გულისხმობს, ამცირებს ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკს.

მაგალითად, თევზის რეგულარული მიღება, ინსულტის დაბალ რისკთან ასოცირდება. მასში შემავალი ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა, ცერებროვასკულური დაავადებებისაგან გვიცავს.

კვლევა აჩვენებს, რომ 75 წლამდე ასაკის პირებში, რომლებიც კვირაში ორჯერ, ან მეტჯერ მიირთმევენ თევზეულს, სისხლძარღვთა დაზიანებასთან დაკავშირებული ტვინის პათოლოგიების განვითარების ნაკლები შანსი აქვთ.

თუმცა, თევზით მდიდარი კვების რაციონი „დამცავ ეფექტს“ აღარ წარმოადგენს 75 წლის და უფროსი ასაკის მქონე პირებისათვის.

ეს გახლდათ ჯვარედინი დაკვირვების კვლევა, რომელიც ადგენს კავშირს და არა მიზეზობრიობას. ამიტომ, საჭიროა დამატებითი კვლევები.

თუმცა, ჯანსაღი კვება და მათ შორის ზღვის პროდუქტებით მდიდარი კვების რაციონი უდავოდ გვეხმარება, ვიყოთ უფრო ენერგიულები და ჯანმრთელები.

თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით განპირობებული დაავადებები