კორონავირუსი სმენისთვისაც საშიში აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი სმენისთვისაც საშიში აღმოჩნდა

აღმოჩნდა, რომ SARS-CoV-2 კორონავირუსს შეუძლია დააზიანოს სასმენი აპარატის უჯრედები, რადგანაც ამ უჯრედებს გააჩნიათ ACE2 რეცეპტორები. როგორც ცნობილია აღნიშნულ რეცეპტორებს უკავშირდება ვირუსის S-ცილა.

ექიმები იტყობინებიან COVID-19-ით დაავადებულებში აუდიოვესტიბულარული სიმპტომების, როგორიცაა სმენის დაკარგვა, ვესტიბულარული დისფუნქცია, ყურებში შუილი შემთხვევებზე. მკვლევარებმა გაანალიზეს პაციენტების, ასევე თაგვების შიგნითა ყურის ქსოვილი, რათა გამოევლინათ SARS-CoV-2-სა და სმენის დარღვევას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ინფექციის მიმდინარეობის მოდელირებისათვის ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან გამოზრდილი იქნა შიგნითა სასმენი აპარატის უჯრედები: OPC, SCP, ასევე შიგნითა ყურის ორგანოიდები.

აღმოჩნდა, რომ მოზრდილი ადამიანის შიგნითა ყურის ქსოვილი ახდენს ACE2, TMPRSS2 და FURIN ექსპრესიას, რომელებიც აუცილებელია უჯრედში ვირუსის შეჭრისთვის. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ადამიანის სასმენი და ვესტიბულარული აპარატის უჯრედები ასევე შესაძლებელია დაინფიცირდეს SARS-CoV-2-ით.

ACE2 — არის უჯრედის ზედაპირზე არსებული რეცეპტორი, რომელსაც უმაგრდება კორონავირუსის S-ცილა, რის შედეგადაც ხდება უჯრედის დასნებოვნება. ACE2 არის ფილტვებისა და სხვ ორგანოების უჯრედებში, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს კორონავირუსული ინფექციის დროს.