რა საშიშროების შემცველია მარტოობაში ჭამა
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
საკვების მარტო მიღებისას, ადამიანები უფრო სწრაფი ჭამისკენ არიან მიდრეკილები. ამის შედეგად იზრდება სხეულის მასის ინდექსი, სისხლის წნევა და სისხლში ლიპიდების დონე. ეს უკანასკნელი კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
სამხრეთ კორეის სამი უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაანალიზეს 65 წელს გადაცილებული დაახლოებით 600 ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერებმა შეადარეს კვლევის მონაწილეების ცხოვრების წესი და დიეტა (იკვებებოდნენ მარტო თუ ვინმესთან ერთად).
აღმოჩნდა, რომ ის, ვინც მარტო სადილობდა, ნაკლებად ღებულობდა კალორიებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ნატრიუმსა და კალიუმს. ამას გარდა, მათთან 2,58-ჯერ მეტი იყო სტენოკარდიის განვითარების რისკი, რაც წარმოადგენს კორონარული უკმარისობის სიმპტომს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მარტოობაში სადილობა უკავშირდება სიმსუქნისა და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკის ზრდას.