პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინამ "გასაოცარი შედეგი" აჩვენა - "ესაა ისტორიული მომენტი, ვაქცინა დაიცავს ათასობით ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან"
რომ საქმე გვაქვს ისტორიულ მოვლენასთან, რადგანაც კვლევის თანახმად, პაპილომა ვირუსების (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანია და მას უკვე იხსნა ბევრი ადამიანი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან.
BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში 2008 წლიდან დაიწყეს პაპილომა ვირუსზე 11-13 წლამდე გოგონების ვაქცინაცია. ის მოსწავლეები, რომლებიც ამ პერიოდში აიცრნენ, ახლა უკვე 20 წელს არიან გადაცილებულნი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებში 87%-ით შემცირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის შანსი.
- "გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ესაა ისტორიული მომენტი, რადგან პირველი კვლევაა, რომელმაც უჩვენა, რომ HPV ვაქცინა იცავს ათასობით ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან““- ამბობს პროფესორი და მკვლევარი პიტერ სასიენი.
აცრამ შედარებით ნაკლებეფექტიანობა აჩვენა 13 წელს ზემოთ უფროსი ასაკის მოზარდებში. ამის მიზეზად მედიკოსები იმას ასახელებენ, რომ აცრა მაშინ უნდა გაკეთდეს, სანამ ადამიანი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებს.
კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინამ სიმსივნის განვითარებისგან იხსნა 450 ადამინი, ხოლო სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბებისგან - 17 200.