თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 500-მდე პირი აიცრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 500-მდე პირი აიცრა

ამ დროისთვის, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ძალისხმევის შედეგად, 500-მდე პირი აიცრა.

„პირველად ჯანდაცვაში 60 წლის ზემოთ პირების ვაქცინაციის გასააქტიურებლად ამოქმედდა კომპონენტი, რაც ითვალისწინებს ექიმების მიერ აქტიურ კონსულტაციას, რაც ანაზღაურებადია მას შემდეგ, რაც პირი აიცრება. ეს დაიწყო რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში.

ერთი კვირის წინ 2000-მდე პირი იყო ამ პროგრამაში რეგისტრირებული. საუბარი მაქვს ასაცრელ პირზე. აქედან 500-მდე უკვე აიცრა ერთხელ. შემდეგ მეორე აცრა მოუწევს და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების მიზნით ვაქცინაციის ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ. ექიმები და ექთნები მოსახლეობასთან კონსულტაციის პროცესში ოქტომბრიდან ჩაერთნენ.