პიროვნების რომელი ორი ტიპი ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიროვნების რომელი ორი ტიპი ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან

თუმცა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ნევროტიზმი ამილოიდურ ფოლაქებს და ტაუ ცილების რაოდენობას ზრდის, ხოლო კეთილსინდისიერება ამცირებს მათ.

კვლევის ავტორების თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც კლინიკურ დიაგნოზს ითვალისწინებდა, აჩვენებს იმას, თუ ვის ემუქრება დემენეციის განვითარების რისკი.

ნევროტიზმი და კეთილსინდისიერება ეს პიროვნების თვისებებია, რომლებიც ადრეულ ასაკში ყალიბდება და საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი

  • კეთილსინდისიერება/პატიოსნება(Conscientiousness)- ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით, ფრთხილია, მიზნებსა და დეტალებზეა ორიენტირებული.
  • თანხმობისთვის მზაობა(Agreeableness) - ეს არის პატივმოყვარე ადამიანი, თანამგრძნობი, მიმნდობი, ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები.
  • ნევროტიზმი (Neuroticism) - ასეთი ადამიანები უსიამოვნო ემოციებისკენ არიან მიდრეკილები, ასევე დეპრესიისა და შფოთვისკენ.
  • ღიაობა(Openness)/ გამოცდილების მიმართ ღიაობა - ეს ადამიანი ახალი გამოცდილებებისთვის მუდამ ღიაა/მზადაა. ის ცნობისმოყვარეა სამყაროს მიმართ.
  • ექსტრავერსია (Extraversion/ Extroversion)- ასეთი ადამიანი ძალიან კომუნიკაბელური და აქტიურია. ის მუდმივად ამაღელვებელ სიტუაციებს ეძებს.

მკვლევარებმა 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. მათ სპეციალური 240 პუნქტიანი კითხვარი შეავსეს, რომელიც იკვლევდა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელიდან.

ერთი წლის განმავლობაში საკვლევ პირებს ჩაუტარდათ PET სკანირებაც, რათა ამილოიდური ფოლაქების და ტაუ ცილების არსებობა ან არარესებობა დაედგინათ.

ამას გარდა, 12 კვლევის მეტა-ანალიზიც ჩატარდა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის კავშირს იკვლევდა.

შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ პიროვნების ტიპი შეიძლება მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენდეს ალცჰაიმერის დაავდების განვითარებისათვის. შესაძლოა, ამილოიდებსა და ტაუს ცილების გაჩენამდე გაცილებით ადრე ვივარაუდოთ დემენციაზე.

ნევროტიზმი და კეთილსინდისიერება- ამ ორი პიროვნების ტიპის გარკვეული თვისებები ახასიათებთ, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ დემენციის რისკზე. ნევროტიზმით განისაზღვრება ჩვენი ემოციურობა, სტრესი და გრძნობები. კეთილსინდისირება კი ჩვენს სიმტკიცეს, დაჟინებას და მოვლენების დაგეგმვის მიმართ სიყვარულს ავლენს.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ მაღალი ნევროტიზმის და დაბალი კეთილსინდისიერების მქონე ადამიანებს, მეტად ჰქონდათ ამილოიდური ფოლაქები და ტაუ ცილები განვითარებული და პირიქით.

გაურკვეველი რჩება როგორი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ცხოვრების იმ სტილმა, რომელიც აღნიშნულ პიროვნებათა ტიპებს ახასიათებთ, დემენციის განვითარების რისკზე.

უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ალცჰაიმერის რისკს შორის.

თუმცა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ მაგალითად, კეთილსინდისიერი ტიპის ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილები მავნე ჩვევების მიმართ (ნაკლებად ეწევიან, არ სვამენ), ფიზკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია და მოწესრიგებული ძილის რეჟიმი აქვთ.