მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში შემავალი ცხიმოვანი მჟავები დაბალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება- კვლევა
საკვები პროდუქტები სხვადასხვა სახის ცხიმს შეიცავენ, მათგან ყველაზე სასარგებლოა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა. ALA, ანუ α-ლინოლენის მჟავა არის პირველადი ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა, რომლის წყაროც მცენარეებია.
ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ კვების რაციონი, რომელიც მდიდარია ALA-ს შემცველობით, სიკვდილის დაბალ რისკთან ასოცირდება.
როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ადამიანებსაც სჭირდებათ გარკვეული საკვები ნივთიერებები გადარჩენისთვის. მათგან ზოგიერთს ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია ისინი საკვები პროდუქტების სახით მივიღოთ.
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავას წყარო მცენარეული საკვებია. მას ორგანიზმი რამდენიმე დანიშნულებით იყენებს, მათ შორის ენერგიის წყაროდ და უჯრედების სტრუქტურის შესანარჩუნებლად.
ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, ომეგა 3-ის წყარო პოლიუჯერი ცხიმებია, მაგალითად მცენარეული ზეთი, თხილი, მარცვლეული.
პოლიუჯერი ცხიმების წყაროა:
· სოიო;
· კანოლას ზეთი(სიმინდის და მზესუმზირის ზეთი ნაკლებად მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით);
· ნიგოზი(5-10% ცხიმოვან მჟავას შეიცავს);
· სელის თესლი(45-55% ცხიმოვანი მჟავა).
თითოეული მათგანი ALA-ს(ანუ α-ლინოლენის მჟავა-ს) შეიცავს.
სწორედ, პოლიუჯერი ცხიმები არის სასარგებლო, მათი სინთეზირება ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ აუცილებელია ისინი საკვების სახით მივიღოთ.
მკვლევარებმა შეკრიბეს 41 განსხვავებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზის საფუძველზე გაარკვიერს, თუ რა კავშირი არსებობს ორგანიზმში ALA-ს შემცველობასა და სიკვდილიანობას შორის.
მეტა-ანალიზი განიხილავდა გარდაცვალების ყველა შესაძლო მიზეზს, როგორებიცაა: კარდიოვასკულარული დაავადებების შედეგად სიკვდილიანობა, გულის კორონარული დაავადებით და კიბოთი გამოწვეული გარდაცვალება.
კვლევისას განისაზღვრა სისხლის შრატში ALA- ს შემცველობა, ასევე ცხიმოვან ქსოვლიში ALA-ს დონე.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, α-ლინოლენის მჟავა უნიკალურია. ცხიმოვანი მჟავით მდიდარი კვების რაციონი დაბალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება, განსაკუთრებით დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად სიკვდილიანობა.
კვლევის შედეგების თანახმად, დღეში 1 გრამი ცხიმოვანი მჟავის მიღება, კარდიოვასკულარული დაავადებებით გარდაცვალების რისკს 5%-ით ამცირებს.
მათ აღმოაჩინეს ისიც, რომ ALA-ს დიდი რაოდენობით მიღება ზრდის კიბოთი გარდაცვალების რისკს, რაც შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
მკვლევარებმა განსაზღვრეს მიმართულებები, რომელი კუთხითაც უნდა გაგრძელდეს კვლევები, რათა აღნიშნული შედეგის მიზეზი დადგინდეს.