აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზებით აცრის რეკომენდაცია გასცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზებით აცრის რეკომენდაცია გასცა

„მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, უწყების რეკომენდაციის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი დოზით არა იმ ვაქცინით აიცრან, რომელიც მანამდე აქვთ მიღებული, არამედ დამტკიცებული სამი ვაქცინიდან, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინიდან, ნებისმიერი აირჩიონ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, როშელ ვალენსკის განცხადებით, აშშ-ში დამტკიცებული ყველა ვაქცინა დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკის შემცირების კუთხით მაღალ ეფექტურია, მათ შორის კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

ამასთან, იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, “ბუსტერ“ დოზით 18 წელს გადაცილებული ყველა ის პირი აიცრას, რომელიც სულ მცირე 2 თვის წინ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინითაა აცრილი. კომიტეტის რეკომენდაციით, იმ პირებიდან, რომლებსაც სულ მცირე 6 თვის წინ „მოდერნას“ ვაქცინა აქვთ მიღებული, ვაქცინის დამატებითი დოზა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ, ასევე მათ, ვინც დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკის ქვეშ არიან, ან სამუშაო ადგილებზე მათი დაინფიცირების რისკი მაღალია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გუშინ გასცა.

აშშ-ში ე.წ. „ბუსტერ“ კამპანია გასულ თვეში, „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზებით აცრით დაიწყო. „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით აშშ-ში ამ დროისთვის 11.2 ადამიანია აცრილი.

გუშინ ცნობილი გახდა „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო „ბუსტერ“ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95.6 %-მდე გაზარდა, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც.