/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

როგორ მოვამზადოთ ხველის შესაჩერებელი კანფეტი სახლში, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან

როგორ მოვამზადოთ ხველის შესაჩერებელი კანფეტი სახლში, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან
ცივ ამინდში გრიპი და გაციება ძალიან ხშირია. დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად მიჩვეულები ვართ ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენებას.

რა თქმა უნდა, ყელის ტკივილისა და ხველის საწინააღმდეგო აბები ეფექტურია, მაგრამ ისინი ასევე შეიცავს უამრავ დამატებით ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაც ხშირად გვერდითი ეფექტებიც შეიძლება ჰქონდეს.

ჩვენ გასწავლით, როგორ გააკეთოთ შესანიშნავი ხველების და ყელის ტკივილის აბები სახლის პირობებში. ამავე დროს, ისინი შედგებიან მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან! არ იფიქროთ, რომ ეს რთულია - რეცეპტი საოცრად მარტივია. შემადგენლობა:

  • 1 ჭ. შაქარი
  • 1/2 ჭ. წყალი
  • 1 ს/კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ. თაფლი
  • 1/2 ჩ/კ დაფქული კოჭა (ჯანჯაფილი)
  • 1/4 ჩ/კ დაფქული მიხაკი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მომზადების საფეხურები - გადადით ლინკზე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

CBD კანაფის ზეთი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ - ერთი ქალის ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

CBD კანაფის ზეთი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ - ერთი ქალის ისტორია

CBD და დელტა-9- ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) არის კანაფის მცენარეში შემავალი ორი ძირითადი კომპონენტი. მათგან CBD ეიფორულ მდგომარეობას არ იწვევს.

CBD ზეთი არის კონცენტრირებული ექსტრაქტი, რომელიც კანაფის ფოთლისგან ან ყვავილისგან მიიღება (გახსნილი ზეითუნის, მზესუმზირის, ან სხვა ზეთში). არსებობს სხვადასხვა სახის CBD-ის ზეთი, რომლებიც კანაბინოიდების განსხვავებულ კონცენტრაციას შეიცავენ.

კანაბინოიდები ურთიერთქმედებენ შიდა კანაბინოიდურ სისტემასთან, რომელსაც ექსპერტები ენდოკანაბინოიდურ სისტემას უწოდებენ.

ეს სისტემა გავლენას ახდენს (მოდულირდება): ნერვულ სისტემაზე, მადაზე, მეტაბოლიზმზე, ტკივილის განცდაზე, ემოციებზე, ანთებაზე, იმუნურ პასუხსა და ძილზე.

მათ, ვისაც კიბო აქვს, კანაფის ზეთი ეხმარება ტკივილისა და ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული სამეფოს ექიმებმა გამოაქვეყნეს სტატია ჟურნალ „ BMJ Case Reports“-ში, რომელიც მოგვითხრობს 80 წლის ფილტვის კიბოთი დაავადებულ ქალბატონზე, რომლის სიმსივნემაც რეგრესია CBD კანაფის ზეთის მიღების შემდეგ განიცადა.

მას წარსულში აწუხებდა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, მაღალი არტერიული წნევა და ოსტეოართრიტი, ღებულობდა მედიკამენტებს აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ.

მან განაცხადა, რომ ის კვირაში დაახლოებით 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა (წელიწაში 68 კოლოფს), დიაგნოზის დასმამდე და შემდეგ.

2018 წლის ივნის-ივლისში ექიმებმა შეისაწავლეს ამ ქალბატონის ორგანიზმი, რაც მოიცავდა CT სკანირებას, PET სკანირებას, MRI სკანირებას და ბიოფისიას, დიაგნოზის დასადგენად და დასადასტურებლად.

ექიმებმა ფილტვის IIB სტადიის დიაგნოზი დასვეს ( წვრილუჯრედოვანი კიბო( NSCLC)). პირველადი ტომოგრაფია აჩვენებდა ფილტვის მარჯვენა წილში კვანძს, რომლის ზომაც 41მმ, ანუ 1.6 ინჩი იყო.

ტესტირებამ ლიმფური კვანძების ჩართვა და მეტასტაზები არ გამოავლინა. ამ მიზეზით ექიმებმა პაციენტს მკურნალობა შესთავაზეს.

NSCLC- კიბოს მკურნალობა შესაძლებელია მოიცავდეს: ქირურგიას, რადიოსიხშირულ აბლაციას, ქიმიოთერაპიას, მიზნობრივ თერაპიას და იმუნოთერაპიას.

ექიმებმა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია 2018 წლის სექტემბერში გაიმეორეს, მარჯვენა ფილტვში კვანძი შემცირებული იყო (33მმ-მდე), თუმცა ორი ახალი კვანძი აღმოაჩინეს მარცხენა ფილტვის მწვერვალში და მარჯვენა ზედა წილში.

ოპერაციის რისკების გამო, ქალბატონმა უარი თქვა ქირურგიულ ჩარევაზე. ასევე, უარი განაცხადა რადიოსიხშირული აბლაციით მკურნალობაზე, რადიაციული თერაპიის გვერდითი ეფექტების გამო.

ექიმებმა გადაწყვიტეს პაციენტის მონიტორინგი, კომპიუტერულ ტომოგრაფიას 3-6 თვეში ერთხელ ატარებდნენ.

2,5 წლის შემდეგ CT სკანირებამ აჩვენა, საწყისი მარჯვენა წილში არსებული კვანძის პროგრესირებადი შემცირება 41მმ-დან 10მმ-მდე, 2021 წლის თებერვალში.

როგორც აღმოჩნდა, ქალი დიაგნოზის დასმიდან ღებულობდა CBD კანაფის ზეთს (0.5 მილილიტრიანი დოზა) პერორალურად დღეში სამჯერ, ზოგჯერ დღეში 2-ჯერ.

მომწოდებლის რჩევით, ის არ ღებულობდა ზეთს ცხელ საკვებთან და სასმელთან ერთად, მან აღნიშნა ისიც, რომ კანაფის ზეთმა მადის დაქვეითება გამოიწვია.

ქალბატონს ამ ხნის განმავლობაში არ შეუცვლია არც კვების რაციონი, არც ცხოვრების სტილი და არც მედიკამენტები, რომლებსაც ღებულობდა. ასევე, განაგრძობდა სიგარეტის წევას (კვირაში ერთი კოლოფი).

ექიმის თქმით, ისინი არ ელოდნენ სიმსივნის ასეთ რეგრესს, მკურნალობის და ცხოვრების სტილის შეცვლის გარეშე. მრვალრიცხოვანი კვლევები, რომლებიც თაგვებზე ტარდებოდა, ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს იძლეოდა.

ონკოლოგის შეფასებით, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში, აუცილებელია დამატებითი სამეცნიერო კვლევები. ამასთანავე უნდა ჩატარდეს რანდომიზირებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რათა კანაფის ზეთის უსაფრთხოება და ეფექტურობა კიბოს სამკურნალოდ დადასტურდეს.