ვინც სტატინებს მოიხმარენ, კოვიდ19-ით სიკვდილის დაბალი რისკი აქვთ - 1 მილიონი ადამიანის კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინც სტატინებს მოიხმარენ, კოვიდ19-ით სიკვდილის დაბალი რისკი აქვთ - 1 მილიონი ადამიანის კვლევის შედეგები

რომელიც სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL „ცუდი“ ქოლესტერინის) შესამცირებლად გამოიყენება.

ქოლესტერინის მაღალი დონე არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვებას იწვევს, სისხლძარღვები ვიწროვდება და ვითარდება კარდიოვასკულარული დაავადებები.

აშშ-ში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი იყენებს სტატინებს ქოლესტერინის დონის სამართავად.

კოვიდ19-ის რთულ ფორმებში გადატანის რისკი უფრო მაღალია მაშინ, როდესაც პაციენტეს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სისხლში მაღალი ქოლესტერინი აღენიშნება.

არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც, სტატინებს ანტივირუსული, ანთების და სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, რაც კოვიდ19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად საიმედო და ეფექტური თვისებებია.

გაზაფხულზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც კოვიდ19-ით ინფიცირებულ 648 ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს მოიცავდა, აჩვენა, რომ ისინი, ვინც სტატინებს ღებულობდნენ (კოვიდით ინფიცირებამდე) 50%-ით ნაკლები ალბათობით იღუპებოდნენ, ვიდრე ინფიცირებულები, რომლებიც ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტით არ მკურნალობდნენ.

აქამდე, მხოლოდ მცირე კვლევები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებენ სტატინები კოვიდ19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე.

ახლახანს, შვედეთისა და ავსტრალიის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც 1 მილიონ ადამიანს მოიცავდა. მათ სტატინებსა და კოვიდ19-ით სიკვდილიანობას შორის კავშირი შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, სტატინების მოხმარება, ინფიცირების შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელთან ასოცირდება.

2,545 ადამიანიდან (კვლევის მონაცემებით), რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა, მხოლოდ 765 პაციენტი მოიხმარდა ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატს, ხოლო 1,780 -არა.

კვლევის ავტორების თქმით, მათი მიზანი და მთავარი გზავნილია, რომ მათ, ვისაც ეს სჭირდება, განაგრძონ სტატინებით მკურნალობა. ქოლესტერინის საწინააღმდეგო მედიკამენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავენ, ინფარტქისა და ინსულტის რისკი მცირდება.

ამასთანავე, ეს ადამიანები კოვიდ19-ით ინფიცირების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, პრეპარატი კი მათ დაეხმარება კორონავირუსული გართულებების თავიდან აცილებაში.