ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

შესაბამისი შეკითხვით „ინტერპრესნიუსმა“ ამირან გამყრელიძეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იმ კონტექსტში მიმართა, რომ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გადამდებად ვირუსის დაფიქსირებიდან 9 დღის შემდეგ აღარ მიიჩნევენ, იზოლაციაში ყოფნის პროტოკოლით გაწერილი ვადა კი, უფრო ხანგრძლივია.

„ჯერჯერობით საერთაშორისო რეკომენდაციები იზოლაციის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით არ გახლავთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელმაც 7 ოქტომბერს მისი ინფიცირების შესახებ განაცხადა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მივიდა. უგულავამ განაცხადა, რომ იზოლაციის დასრულების რეკომენდაცია ექიმებმა მისცეს.