რა არის დღეისთვის ცნობილი ახალ წამალ მოლნუპირავირზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დღეისთვის ცნობილი ახალ წამალ მოლნუპირავირზე

თუმცა მასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

გასულ კვირას კომპანიებმა Ridgeback Biotherapeutics და Merck განაცხადეს, რომ მათი წამალი მოლნუპირავირი 50%-ით ამცირებს COVID-19-ით დაავადებული, რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რისკს და მნიშვნელოვნად აქვეითებს სიკვდილიანობას.

ჯერჯერობით ექიმებს არ აქვთ უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართული საშუალება. არსებული საშუალებები (რემდესივირი და ყველა შესაძლო მონკლონალური ანტისხეულები) შეყვანილ უნდა იქნას ვენაში. მოლნუპირავირი მათგან იმით განსხვავდება, რომ ის ორალურად მისაღებია: დღეში 2-ჯერ 5 დღის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც თერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი დაწყების სისწრაფეზე.

კლინიკური კვლევის შედეგები ცნობილია პრეს-რელიზიდან და არა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან. მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს, რომ მოლნუპირავირი ნამდვილად გარღვევა შეიძლება გახდეს COVID-19-ის მკურნალობაში. დამოუკიდებელმა კომისიამ რეკომენდაციაც კი გასცა, რომ კლინიკური კვლევისთვის შეწყვიტონ მოხალისეების შეკრება, რადგანაც წამლის სარგებელი სახეზეა.

მონაწილეები, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, სამჯერ გადიოდნენ კვლევიდან გვერდითი ეფექტების განვითარების მიზეზით. შესაბამისად, COVID-19 უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მოლნუპირავირით მკურნალობა.

რადგანაც პრეპარატი აზიანებს ვირუსს, შეაქვს რა მის გენეტიკურ კოდში გარკვეული გადაცდომები, არსებობს ალბათობა, რომ მოლნუპირავირმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში მუტაცია. მაგრამ პრეპარატის შემქნელების განცხადებით, უჯრედებზე და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით, მსგავსი არაფერი გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, კლინიკურ კვლევაში მოხალისეებს მოსთხოვეს სექსის დროს დაცვა, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალებს ორსულობაზე უარყოფითი ტესტის წარდგენა.

კვლევის არც ერთი მონაწილე არ იყო ვაქცინირებული. ჯერჯერობით არაა გარკვეული რამდენად საჭიროა მოლნუპირავირის დანიშვნა აცრილების შემთხვევაში, თუ კი ისინი დასნებოვნდებიან: ვაქცინები აქვეითებს საავადმყოფოში მოხვედრისა და სიკვდილის რისკს, ხოლო წამალი კი ძალიან ძვირია.

ა.შ.შ-ს მთავრობამ მოლნუპირავირით მკურნალობის 1,7 მილიონი კურსი შეუკვეთა $1,2 მილიარდად. ანუ ერთი ხუთდღიანი კურსი ჯდება $700. ანალიტიკოსები მას Roche-ს წარმოებულ გრიპის ახალ წამალს ადარებენ, რომლის ღირებულებაცაა $150. როგორც ჩანს ა.შ.შ-ში მოლნუპირავირით მკურნალობას დაფარავს ჩვეულებრივი სამედიცინო დაზღვევა, ამიტომ $700 ფასის პირობებში იმკურნალებენ აუცრელი და რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები. მაგრამ თუ წამლის დიდ ნაწილს შეიძენს სახელმწიფო, ჩვენებები შეიძლება სხვა იყოს. მოლნუპირავირის გამოჩენა აზრს არ დაუკარგავს ვაქცინაციას.

აღსანიშნავია, რომ კლინიკამდელ კვლევებში მოლნუპირავირი გაუმკლავდა არა მარტო SARS-CoV-2, არამედ SARS-CoV-1 და MERS-CoV.

შესაძლებელია, პრეპარატი თრგუნავს სხვადასხვა კორონავირუსის რეპლიკაციას და მომავალში გამოგვადგეს, თუ ადამიანისთვის საშიში გახდება ამ ოჯახის სხვა პათოგენი.