სიდნეი სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის შეზღუდვებს ხსნის
- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ცვლილება 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება.
„კარანტინი სასტუმროში და კარანტინი სახლში წარსულს ჩაბარდა, ვხსნით სიდნეის და ახალ სამხრეთ უელსს მსოფლიოსთვის,“- განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერმა დომინიკ პეროტეტმა.
შეგახსენებთ, ავსტრალიამ საზღვრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში დახურა.