„მეორე ტვინი“, რომელიც კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე აგებს პასუხს - სამეცნიერო კვლევა გრძელდება
გლია ნეირონებს აკავშირებს და ნერვულ გადაცემებს აჩქარებს, ხოლო ნეირონები შეტყობინების გადაცემას უზრუნველჰყოფენ ელექტრული ან ქიმიური სიგნალების გამოყენებით.
უფრო ზუსტად...
ისტორიულად, მეცნიერები თვლიდნენ, რომ გლიური უჯრედები მხოლოდ დამხმარე და დამცავ როლს ასრულებდნენ.
თუმცა, ბოლოდროინდელი მტკიცებულებების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ გლიურ უჯრედებს შეუძლიათ უშუალოდ დაუკავშირდენენ ნეირონებს, აქტიურად იმოქმედონ მათზე და შეცვალონ ნეირონებს შორის სიგნალების გადაცემა.
საჭმლის მომნელებელ სისტემას საკუთარი ადგილობრივი ნერვული სისტემა აქვს, რომელიც ცნობილია, როგორც ენტერული (ნაწლავის) ნერვული სისტემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ენტერულ ნერვულ სისტემას ნაწლავის მოძრაობის გაკონტროლება შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ნერვული კავშირები თავისა და ზურგის ტვინს შორის გაწყვეტილია.
მეცნიერებმა იციან, რომ ნაწლავის ნერვულ სისტემაში გლიური უჯრედები აქტიურად ურთიერთქმედებენ ნეირონებთან და ნაწლავის ფუნქციონირებაზე ახდენენ ზეგავლენას.
ახალი კვლევის შედეგები გლიური უჯრედების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შესაძლოა მათ დაეხმაროთ ნაწლავის ნეიროცირკულაციისა და მისი მოძრაობის მექანიზმის ამოხსნასში.
ნაწლავის მოძრაობის გააზრება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოძრაობის ცვლილება უამრავ დაავადებას იწვევს, მათ შორის: გასტროეზოფაგური რეფლუქსის დარღვევას, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს(IBS) და სხვ.
გლიური უჯრედი კონკრეტულ ნეირონთან ამყარებს კავშირს განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად.
ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ ისინი რეაგირებენ ნეირონების მიერ გამოყოფილ პურინებსა და აცეტილქოლინზე, ამას მოჰყვება გლიების და ნეირონების პოპულაციის ზრდა, რაც კონკრეტული ფუნქციის შესრულების ცვლილებასაც იწვევს.
ამასთანავე, გლიური უჯრედების სტიმულაცია ზეგავლენას ახდენს ნეირონების მოქმედებაზე (თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი).
აღნიშნული კვლევები და მათი შედეგები მომავალში ახალი სამკურნალო მედიკამენტების შემუშავების საშუალებას მისცემს მეცნიერებს. პრეპარატების, რომელთა დახმარებითაც უფრო ეფექტურად და მარტივად შევძლებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დამარცხებას.