ქიმიკატები, რომლებიც ნაადრევ სიკვდილს იწვევნ და რომლებსაც სამომხმარებლო პრდუქტებში ვხვდებით - ფტალატები
მიუხედავად ამისა, ის შედის უამრავი სამომხმარებლო პროდუქტის შემადგენლობაში.
არაერთი კვლევა არის ჩატარებული, რომელიც ადასტურებს ფტალატების ნეგატიურ ზემოქმედებას სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემაზე.
უახლოესი კვლევა ჩატარდა აშშ-ში, რომლის შედეგებიც სამშაბათს ჟურნალ „ Environmental Pollution“-ში გამოქვეყნდა.
ქიმიკატები გვხვდება ასობით სახის პროდუქტში, მათ შორის: ბავშვთა სათამაშოებში, საკვების შესანახ კონტეინერებში, პირადი ჰიგიენის საგნებში(შამპუნი, მაკიაჟი), სუნამოებში და სხვ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც ორგანიზმში ფტალატების მაღალი შემცველობა უფიქსირდებოდათ, ნაადრევი სიკვდილის მომატებული რისკი ჰქონდათ. მიზეზი კი ყველაზე ხშირად გულის დაავადება ხდება. სწორედ კარდიოვასკულარული სისტემაა ფტლატების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „სამიზნე“.
კვლევის მონაცემები კვლავ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის პლასტმასის (ფტალატების შემცველი პლასტმასები) ყოველდღიურობაში გამოყენების შემცირება.
მკვლევარებმა 5000-ზე მეტი ზრდასრული ასაკის მქონე პირთა შარდში გაზომეს ფტლატების კონცენტრაცია. მონაწილეთა ასაკი 55-64 წელს შეადგენდა.
მათ გამოიკვლიეს, ხომ არ ჰქონდათ მონაწილეებს გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, კიბო. რამდენად იყვნენ ისინი ფიზიკური აქტიობებით დაკავებულები, რა მავნე ჩვევები ჰქონდათ (თამბაქრო, ალკოჰოლი), განისაზღვრა მათი სხეულის მასა.
ასევე შეამოწმეს სამრწველო ქიმიკატების ბისფენოლ A-ს და BPA-ს შემცველობა, რომლებიც ჰორმონების დარღვევას იწვევს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქიმიკატებმა შესაძლებელია 91,000-დან 107,000-მდე ამერიკელის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს.
ფტალატები ზეგავლენას ახდენენ ენდოკრინულ სისტემაზე, აფერხებენ ჰორმონების გამომუშავებას.
წინა კვლევებით დადგინდა, რომ ისინი უარყოფითად ზემოქმედებენ რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემებზე, იწვევენ რიგ ჯანმრთელობის პრობლემას.მათ უკავშირებენ ასთმას, ბავშვთა სიმსუქნეს, გულის პრობლემებს და კიბოს განვითარებასაც.
ფტალატები ყველგანაა (სანტექნიკა, იატაკი, სარეცხი საშუალება, საკვების შესაფუთი მასალა, ავეჯი, ტანსაცმელი, საავტომობილო მასალაები და სხვ.), რაც საგანგაშოა.
აუცილებლად მოერიდეთ პლასტმასის კონტეინერების, წყლის ბოთლების გამოყენებას, შეიძინეთ სანდო და მაღალი ხარისხის კოსმეტიკა და ბავშვთა სათამაშოები.