ამირან გამყრელიძე - შარშან გრიპის სეზონმა იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“, წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი „ტვინდემია“, რომელზეც დამცინით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - შარშან გრიპის სეზონმა იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“, წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი „ტვინდემია“, რომელზეც დამცინით

ქვეყანამ 200 000 გრიპის ვაქცინის დოზა იყიდა, რომლიდანაც 43 000 უკვე შემოსულია.

„გუშინ გამოვიდა ბრძანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროცედურის შესახებ და ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ეს ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ 20-დან 25-მდე დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, როგორიც არიან ქრონიკული დაავადების პაციენტები, ბავშვები, რომლებიც რისკ ჯგუფებში შედიან და ასევე სხვადასხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო.

ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის შესაბამის დოზებს შემოიტანს კერძო სექტორი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“ და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული - „ტვინდემია”, - განაცხადა გამყრელიძემ.