იტალიაში 12 წლის ზემოთ მოქალაქეების 80% ვაქცინირებულია
- ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
„დაახლოებით 60 მილიონი მოქალაქიდან 43 მილიონზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული,”- განაცხადა იტალიის კოვიდ-19-ის კომისიის წევრმა გვიდო რასიმ, რომელიც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ყოფილი დირექტორია.
მისი თქმით, მოსახლეობის ამ რაოდენობის ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.
”ეს არ არის სიმბოლური ბარიერი. ეს არის ის დონე, რომელიც, დაკავშირებულია ვირუსის გავრცელებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებასთან,“- აღნიშნა გვიდო რასიმ.