სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ვინ უკეთესი საყვარელია?

სექსოლოგებმა გამოყვეს მამაკაცის სექსუალური კონსტიტუციის სამი ტიპი: ძლიერი, საშუალო და სუსტი. მათი თქმით, ბოლო ხანს ტელეეკრანებზე უმეტესად სუსტი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცებს ვხედავთ. ისინი გამოირჩევიან ხშირი ქერა ან ხორბლისფერი თმით, სიმაღლით, გრძელი ფეხებით და გლუვი, უმნიშვნელო კუნთოვანი რელიეფის მქონე უთმო მკერდით. თუმცა ასეთი მამაკაცი მხოლოდ პლატონური სიყვარულისთვის არის იდეალური. ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცები უმეტესად შავგვრემანები არიან, აქვთ ხშირი თმით დაფარული სხეული და უხეში ნაკვთები. ასეთი მამაკაცი წვერს დილა-საღამოს იპარსავს, სისხლში ტესტოსტერონის მაღალმა დონემ კი შესაძლოა ნაადრევი გამელოტება გამოიწვიოს.

საშუალო სექსუალური შესაძლებლობის მამაკაცი შავგვრემანი ან ხორბლისფერია, სხეულზე ძლიერ მამაკაცებთან შედარებით ნაკლები თმა აქვს, მაგრამ მუცელი, ხელები და მკერდი აუცილებლად თმით აქვს დაფარული. საშუალო სიმაღლისაა, აქვს გრძელი ტანი, ფართო ბეჭები, კარგად განვითარებული მუსკულატურა, მაგრამ შედარებით მოკლე ფეხები. ყველა წყვილს სურს ჰარმონიული თანაცხოვრება. სექსოლოგების თქმით, სექსუალური კონსტიტუცია ანუ სექსუალური ტემპერამენტი სექსუალური თავსებადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალი და მამაკაცი, რომელთაც ერთნაირი სექსუალური მოთხოვნილებები აქვთ, სქესობრივ თანაცხოვრებაში აუცილებლად მიაღწევენ ჰარმონიას.

დადასტურდა კავშირი შემოქმედებით უნარსა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის

უნგრელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემოქმედებით აქტიურობასა და ფსიქიკური დაავადებებისადმი მიდრეკილებას შორის გენეტიკური კავშირია. კრეატიულობასა და ფსიქოპათოლოგიას შორის კავშირის თაობაზე გავრცელებული წარმოდგენის შესამოწმებლად ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა გენი ნეირეგულინი-1 (NRG1) გამოიკვლია, რომელიც ადამიანის ტვინში მიმდინარე მრავალ პროცესზე, მათ შორის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის კავშირების ფორმირებასა და გამყარებაზე ახდენს გავლენას (დადგენილია, რომ ამ გენის ერთ-ერთი ვარიანტის მფლობელებს აქვთ შიზოფრენიისა და მანიაკურ-დეპრესიული დარღვევების განვითარების მაღალი რისკი).

გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, რომლებსაც თავი ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებად მიაჩნდათ. ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს, არასტანდარტულ კითხვებზე ეპასუხათ (მაგალითად, რა მოხდებოდა, ღრუბლები მიწაზე სადენით რომ ყოფილიყო მიმაგრებული), შეავსებინეს კითხვარი, რომელიც მათ მიღწევებს ეხებოდა, ბოლოს განსაზღვრეს, NRG1 გენის რომელი ვარიანტის მატარებელი იყო თითოეული მათგანი.

ტესტებსა და კითხვარში ყველაზე მეტი ქულა მიიღეს გენის იმ ვარიანტის მატარებლებმა, რომელიც ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს ზრდის. ამრიგად, ექსპერიმენტმა ფსიქოპათოლოგიასა და შემოქმედებით აქტიურობას შორის კავშირი დაადასტურა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ დაავადებასთან დაკავშირებული გენის ზოგიერთი ვარიანტი ევოლუციურ გადარჩევას განიცდის და დადებითი ეფექტების გამო ადამიანის გენოფონდში რჩება.

ბრიტანელმა ექიმებმა ლაბორატორიაში კბილი გამოზარდეს

ლონდონის სამეფო კოლეჯში სტომატოლოგების ჯგუფმა კბილების აღსადგენად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. მკვლევარებმა საამისოდ პაციენტის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს _ ისინი ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს და ამოღებული კბილის ადგილას ჩანერგეს. რამდენიმე თვის შემდეგ ამოღებული კბილის ადგილას ახალი ამოვიდა.

ჯერჯერობით ეს მეთოდი მხოლოდ თაგვებზე გამოიცადა, მაგრამ მისი ავტორები ამბობენ, რომ ადამიანებში მის გამოყენებას ხელს ვერაფერი შეუშლის. თუ ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობა კლინიკურმა კვლევებმაც დაადასტურა, ადამიანებს აღარ დასჭირდებათ რთული ოპერაციების ჩატარება ყბის ძვალში ლითონის შტიფტების ჩასანერგად და ხელოვნური გვირგვინების ეპოქა დავიწყებას მიეცემა.

სხვათა შორის, ასეთივე მეთოდი აგვისტოში ტოკიოშიც შეიმუშავეს. მკვლევართა ჯგუფმა წარმატებით ჩაუნერგა თაგვებს ყბის ძვალში ბიოინჟინერული ქსოვილი, საიდანაც ახალი კბილი ამოიზარდა. მეთოდის ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ტექნიკის გამოყენება სხვა ორგანოთა აღსადგენადაც შეიძლება.


ძაღლებს კიბოს ადრეულ სტადიაში ამოცნობის უნარი შესწევთ

ავსტრალიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ძაღლებს ყნოსვის განსაკუთრებული უნარის გამო ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაში ამოცნობა შეუძლიათ. ისინი ასიდან 97 შემთხვევაში გრძნობენ დაავადების დასაწყისს და შესაძლოა, ადამიანს სიცოცხლეც კი შეუნარჩუნონ.

პაულა ბოკმან-ჩატოს თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, რომ მისი ძაღლი მეტისმეტად ალერსიანი გახდა, გამუდმებით ყნოსავდა და ხელებს ულოკავდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი რიგითი სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაიგო, რომ ლიმფური კვანძების კიბოს საწყისი სტადია ჰქონდა, თანაც კიბო ზუსტად იმ ადგილას იკიდებდა ფეხს, სადაც ძაღლი განსაკუთრებით ეალერსებოდა.

ავსტრალიის ცხოველთა თავშესაფრების ნაციონალური საბჭოს ვეტერინარმა, დოქტორმა პიტერ ჰიგინსმა, განაცხადა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის _ სამეცნიერო კვლევებმა დიდი ხანია დაადასტურა, რომ ძაღლებს მართლაც შესწევთ კიბოს ამოცნობის უნარი.

"რასაკვირველია, ძაღლის დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევის მონაცემებს ვერ შეცვლის, მაგრამ ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად მაინც კარგი საშუალებაა" _ აღნიშნა ჰიგინსმა. მისივე თქმით, ზოგიერთ მის კლიენტს მას შემდეგ დაუსვეს კანის კიბოს დიაგნოზი, რაც ოთხფეხა მეგობარმა კიდურების ამა თუ იმ უბნის მონდომებით ლოკვა დაუწყო.

დოქტორმა ჰიგინსმა ისიც დასძინა, რომ ძაღლებს სისხლის არტერიული წნევის მოწესრიგების უნარიც შესწევთ.

ვეტერინარმა რობი ზამიტმა განაცხადა, რომ ძაღლებს ადამიანებზე 10 000-ჯერ ძლიერი ყნოსვა აქვთ, რის წყალობითაც იოლად გრძნობენ კიბოთი დაზიანებული ქსოვილიდან წამოსულ სუნს.

ავსტრალიის კიბოსთან ბრძოლის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანის ამონასუნთქის დაყნოსვით ძაღლები პრაქტიკულად უშეცდომოდ ამოიცნობენ ფილტვებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს. ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, 86 ავადმყოფიდან ძაღლებმა 83-ს დაუსვეს დიაგნოზი.

კანადელმა ექიმებმა ჯანსაღი ცხოვრების 10 წესი შეიმუშავეს

კანადაში სიმსუქნის ტემპის მატებამ და პასიური ცხოვრების წესის სახიფათო გავრცელებამ ჯანმრთელობის კონტროლის გაძლიერება მოითხოვა. ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის ექსპერტებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შეიცვალონ ცხოვრების წესი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ფიზიკურ აქტიურობას. ამისთვის მათ შეიმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების 10 პრინციპი, რომლებიც მათ თანამემამულეებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება:

1. იმოძრავეთ. დაეუფლეთ იმ ვარჯიშებს, რომლებიც გააუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, გააძლიერებს კუნთოვან და ძვლოვან სისტემას, დაგიცავთ სტრესისგან და გაგაკაჟებთ.

2. აიძულეთ შვილები, იმოძრაონ. ისინი ყოველდღე 90 წუთს უნდა უთმობდნენ ფიზიკურ ვარჯიშს, მინიმუმ 30 წუთი კი აერობულ დატვირთვას უნდა დაეთმოს. მიეცით მათ მაგალითი და მისდიეთ სპორტს. დღეს ჭარბი წონა ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის უდიდესი მტერია.

3. ითამაშეთ ბავშვებთან ერთად უსაფრთხო ადგილებში და არიდეთ ისინი ტრავმებს. თუ სპორტული თამაში თავის ტრავმის საფრთხეს შეიცავს, გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საშუალებები. კუნთების დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად სპორტული დატვირთვის წინ და შემდეგ აუცილებლად მოითელეთ.

4. ეცადეთ, ოფისში, კომპიუტერთან, წელგამართული ისხდეთ. დროდადრო შეისვენეთ, ადექით და გაიარ-გამოიარეთ.

5. იყავით რეალისტები: თუ იმედი გაქვთ, რომ კარგ შედეგს სწრაფად მიაღწევთ, იმედგაცრუება გელით.

6. ფიზიკურ დატვირთვას ნელ-ნელა შეეჩვიეთ _ თუ დიდი ხანია არ გივარჯიშიათ, ჭარბი დატვირთვა გავნებთ.

7. მისდიეთ სპორტის იმ სახეობას, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ _ ამ შემთხვევაში უფრო დიდხანს და რეგულარულად ივარჯიშებთ.

8. ეცადეთ, მოიპოვოთ ოჯახის, მეგობრებისა და მკურნალი ექიმის მხარდაჭერა _ ეს წარმატებისთვის დამატებით სტიმულს მოგცემთ.

9. ჩაინიშნეთ ფიზიკური დატვირთვის მატება და აღნიშნეთ მიღწევები.

10. მიზნის მიღწევის შემთხვევაში აუცილებლად გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გემრიელი სასუსნავი, რათა მიღწეული ქარს არ გაატანოთ.