News - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

News

News

ვინ უკეთესი საყვარელია
სექსოლოგებმა გამოყვეს მამაკაცის სექსუალური კონსტიტუციის სამი ტიპი: ძლიერი, საშუალო და სუსტი. მათი თქმით, ბოლო ხანს ტელეეკრანებზე უმეტესად სუსტი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცებს ვხედავთ. ისინი გამოირჩევიან ხშირი ქერა ან ხორბლისფერი თმით, სიმაღლით, გრძელი ფეხებით და გლუვი, უმნიშვნელო კუნთოვანი რელიეფის მქონე უთმო მკერდით. თუმცა ასეთი მამაკაცი მხოლოდ პლატონური სიყვარულისთვის არის იდეალური. ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცები უმეტესად შავგვრემანები არიან, აქვთ ხშირი თმით დაფარული სხეული და უხეში ნაკვთები. ასეთი მამაკაცი წვერს დილა-საღამოს იპარსავს, სისხლში ტესტოსტერონის მაღალმა დონემ კი შესაძლოა ნაადრევი გამელოტება გამოიწვიოს.

საშუალო სექსუალური შესაძლებლობის მამაკაცი შავგვრემანი ან ხორბლისფერია, სხეულზე ძლიერ მამაკაცებთან შედარებით ნაკლები თმა აქვს, მაგრამ მუცელი, ხელები და მკერდი აუცილებლად თმით აქვს დაფარული. საშუალო სიმაღლისაა, აქვს გრძელი ტანი, ფართო ბეჭები, კარგად განვითარებული მუსკულატურა, მაგრამ შედარებით მოკლე ფეხები. ყველა წყვილს სურს ჰარმონიული თანაცხოვრება. სექსოლოგების თქმით, სექსუალური
კონსტიტუცია ანუ სექსუალური ტემპერამენტი სექსუალური თავსებადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქალი და მამაკაცი, რომელთაც ერთნაირი სექსუალური მოთხოვნილებები აქვთ, სქესობრივ თანაცხოვრებაში აუცილებლად მიაღწევენ ჰარმონიას. 



დადასტურდა კავშირი შემოქმედებით უნარსა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის
უნგრელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემოქმედებით აქტიურობასა და ფსიქიკური დაავადებებისადმი მიდრეკილებას შორის გენეტიკური კავშირია. კრეატიულობასა და ფსიქოპათოლოგიას შორის კავშირის თაობაზე გავრცელებული წარმოდგენის შესამოწმებლად ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა გენი ნეირეგულინი-1 (NRG1) გამოიკვლია, რომელიც ადამიანის ტვინში მიმდინარე მრავალ პროცესზე, მათ შორის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის კავშირების ფორმირებასა და გამყარებაზე ახდენს გავლენას (დადგენილია, რომ ამ გენის ერთ-ერთი ვარიანტის მფლობელებს აქვთ შიზოფრენიისა და მანიაკურ-დეპრესიული დარღვევების განვითარების მაღალი რისკი). გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, რომლებსაც თავი ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანებად მიაჩნდათ. ექსპერიმენტის მონაწილეებს  შესთავაზეს, არასტანდარტულ კითხვებზე ეპასუხათ (მაგალითად, რა მოხდებოდა, ღრუბლები მიწაზე სადენით რომ ყოფილიყო მიმაგრებული), შეავსებინეს კითხვარი, რომელიც მათ მიღწევებს ეხებოდა, ბოლოს განსაზღვრეს, NRG1 გენის რომელი ვარიანტის მატარებელი იყო თითოეული მათგანი. ტესტებსა და კითხვარში ყველაზე მეტი ქულა მიიღეს გენის იმ ვარიანტის მატარებლებმა, რომელიც ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს ზრდის. ამრიგად, ექსპერიმენტმა ფსიქოპათოლოგიასა და შემოქმედებით აქტიურობას შორის კავშირი დაადასტურა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ დაავადებასთან დაკავშირებული გენის ზოგიერთი ვარიანტი ევოლუციურ გადარჩევას განიცდის და დადებითი ეფექტების გამო ადამიანის გენოფონდში რჩება.



ბრიტანელმა ექიმებმა ლაბორატორიაში კბილი გამოზარდეს
ლონდონის სამეფო კოლეჯში სტომატოლოგების ჯგუფმა კბილების აღსადგენად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. მკვლევარებმა საამისოდ პაციენტის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს _ ისინი ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს და ამოღებული კბილის ადგილას ჩანერგეს. რამდენიმე თვის შემდეგ ამოღებული კბილის ადგილას ახალი ამოვიდა. ჯერჯერობით ეს მეთოდი მხოლოდ თაგვებზე გამოიცადა, მაგრამ მისი ავტორები ამბობენ, რომ ადამიანებში მის გამოყენებას ხელს ვერაფერი შეუშლის. თუ ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობა კლინიკურმა კვლევებმაც დაადასტურა, ადამიანებს აღარ დასჭირდებათ რთული ოპერაციების ჩატარება ყბის ძვალში ლითონის შტიფტების ჩასანერგად და ხელოვნური გვირგვინების ეპოქა დავიწყებას მიეცემა. სხვათა შორის, ასეთივე მეთოდი აგვისტოში ტოკიოშიც შეიმუშავეს. მკვლევართა ჯგუფმა წარმატებით ჩაუნერგა თაგვებს ყბის ძვალში ბიოინჟინერული ქსოვილი, საიდანაც ახალი კბილი ამოიზარდა. მეთოდის ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ტექნიკის გამოყენება სხვა ორგანოთა აღსადგენადაც შეიძლება.

 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს ექიმთა საერთაშორისო დღეა! დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაში არ ყოფილა მედიკოსებისადმი მადლიერების
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად
მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, მოგეხსენებათ, რომ დაიხურა არაერთი დაწესებულება, საგანმანათლებლო ობიექტები,
SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა.
ქვეყანაში ყოველდღიურად მკაცრდება შეზღუდვები და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ საკვები თუ სხვადასხვა
მსოფლიოს მასშტაბით ყოველ ერთ წუთში ვაქცინაცია 5 სიცოცხლეს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად