ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტებს დამატებით სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

„ახალგაზრდა ქალი შემოყვანილია 20:30 წუთზე. მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება. ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება... გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. მოტეხილობები აქვს, ორივე ქვედა კიდურის, სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა და პასუხებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა თამარ მხატვარმა.

„22:55 საათზე კლინიკაში შემოყვანილი იყო 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამოყვანილია ნანგრევებიდან. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. პაციენტი იყო გონზე. აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები, გულმკერდის დახურული ტრამვა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება, ღია მოტეხილობა. პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები და დანარჩენს მოგახსენებთ, როგორც კი დასრულდება კვლევა“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.