„ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი“, რომელიც პოდაგრის შეტევით ტკივილებს ამცირებს - კვლევები აჩვენებს, რომ ალუბალი მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტს ზრდის
უამრავ ადამიანს სჯერა, რომ ხილს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, ამასთანავე დიდი რაოდენობით კვლევებიც არის ჩატარებული, რომლებიც ალუბლის ეფექტურობაზე მეტყველებს.
ადრეული სამეცნიერო კვლევა ჯერ კიდევ 50-იან წლებში ჩატარდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა მისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შესახებ ინფორმაცია.
პირველი კვლევა, რომელიც ალუბალსა და პოდაგრას შორის კავშირს იკვლევდა, დათარიღებულია 1950 წლით, კვლევის ავტორიც თავადვე იყო ართრიტით დაავადებული.
მან შეამჩნია ტკივილისა და შეშუპების შემცირება ხილის მირთმევის შემდეგ და გადაწყვიტა აღნიშნული ფენომენი შეესწავლა.
ის პოდაგრათი გამოწვეული ტკივილის გამო ინვალიდის ეტლშიც კი იჯდა, თუმცა დღეში 6-8 ცალი ალუბალი სიმპტომების გაქრობაში დაეხმარა.
მიჩიგანის უნივერისტეტის მკვლევართა აზრით, დღეში,დაახლოებით, 20 ცალ ალუბალს შეუძლია პოდაგრას გამწვავების რისკის შემცირება. ეს ხდება იმიტომ, რომ ის COX1 და COX2 ფერმენტებს (ბუნებრივი ფერმენტები, რომლებიც ტკივილზე რეაგირებენ) აფერხებს, შედეგად ორგანიზმში ანთებითი პროცესიც ჩერდება.
კვლევა მხარს უჭერს თეორიას, რომ ალუბალი მოქმედებს, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მაგალითად, ისე, როგორც ასპირინი და იბუპროფენი.
„ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი“, ანუ ალუბალი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტებისგანაც გვიცავს, როგორიცაა , მაგალითად, კუჭის გაღიზიანება.
ის ანტიოქსიდანტებითაც არის მდიდარი, აფერხებს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან, შესაბამისად ალუბალი უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.
ხილის ანტიოქსიდანტურმა თვისებებმა შესაძლებელია სისხლში შარდმჟავას დონეც შეამციროს.
სწორედ შარდმჟავს დაგროვებასთან ასოცირდება პოდაგრა, მისი კრისტალები ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს იწვევენ.
ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც დღეში ნახევარ ჭიქა ალუბალს მიირთმევდა( 10-12 ცალი), 35%-ით ნაკლებად განიცდიდა პოდაგრას შეტევებს, ხოლო ისინი, ვინც ალუბლის ექსტრატქს მოიხმარად 45%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ.
ალუპურინოლი, რომელიც პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტია, ალუბალთან ერთად ეფექტური აღმოჩნდა. კვლევის მონაწილეებმა, რომლებმაც ალუპურინოლოთან ერთად ალუბალიც მიიღეს, 75%-ით შეუცმირდათ რევმატიზმის შეტევითი ტკივილები, მხოლოდ მედიკამენტის მიღებამ კი რისკი 53%-ით შეამიცრა.
კვლევა კი, რომელიც ცხოველებზე ჩატარდა აჩვენებს, რომ ალუბალს აქვს უნარი შეამციროს შარდმჟავას წარმოება.
კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიპერურიკემიით(სისხლის შრატში შარდმჟავას მომატებული რაოდენობა) დაავადებულ ვირთხებში ალუბლის წვენის მიღების შემდეგ, შარდმჟავას დონე მნიშვნელოვნად შეამცირა.